საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც ჟენევა-სტამბოლის ავიარეისს ასრულებდა. მაშინ მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში მცხოვრებმა ირანელმა ფრენის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი. სერგეენკომ ქალს დახმარება აღმოუჩინა და ფრენის დასრულებამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად […]
კატეგორია: საზოგადოება
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის მომსწრე ხდებოდა. დედა ანასტასია (ნიკიშევა), რომელმაც ათეულობით წელი მჯდომარე მდგომარეობაში გაატარა, ადამიანებს კურნავდა და საოცარი მადლით ავსებდა. მას წინასწარმეტყველების ნიჭიც გააჩნდა. სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება. სასულიერო პირები და მორწმუნეები მას მჯდომარე ანასტასიად მოიხსენებენ. ყველაფერი ლამაზი, მაგრამ ტრაგიკული ისტორიით დაიწყო. ანასტასიას შეყვარებულმა თავი […]
ირაკლი კაკაბაძე მესამედ დაქორწინდა
უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ბელა ბაჯელიძეა. ჯვრისწერის ფოტოები ფეისბუქში ირაკლი კაკაბაძის მეჯვარემ, ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა გააზიარა. ,,დღეს ბედნიერი დღეა. ირაკლი კაკაბაძე და ბელა ბაჯელიძე დავაროქორწინეთ. ბედნიერება ვუსურვოთ,” – დაწერა გიორგი გასვიანმა. ჯვრისწერას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. ირაკლი კაკაბაძისთვის ეს მესამე ქორწინებაა. მეორედ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეზე იყო […]
ქეთევან კიკნაძე: ,,ნინო ჯანგირაშვილო! შენ კაი ქალობას რომ დაგიდებ ფბ-ზე, მაშინ ჩაიწყვიტავ მაგ გადაჭიმულ ცხვირ-პირს”
,,ჩვენ ვუყურებთ, ერთი კაცი როგორ არის სახელმწიფოზე მიმდგარი და ანგრევს ბულდუზერით და ის არის იბანიშვილი… ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი…”, – განაცხადა ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ტელეკომპანია ,,კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა. მის ამ გამოსვლას ფეისბუქით გამოეხმაურა მსახიობი ქეთევან კიკნაძე და მისი ,,კაი ქალობის” გამოქვეყნებით დაემუქრა. ,,ნინო ჯანგირაშვილო! გაგაჩუმო? შენ კაი ქალობას რომ დაგიდებ ფბ-ზე, აი, მაშინ […]
,,არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება” – ლელა წურწუმიას დამ სიმსივნე დაამარცხა
მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. უფროსი და, ხათუნა ექიმია და საკუთარი ბიზნესი აქვს, უმცროსი ეკა – პედაგოგი. ლელამ რამდენიმე ხნის წინ რადიო ,,იმედში” ისაუბრა, რომ საცხოვრებლად სოფელში სურს გადასვლა. ,,ამდენი ონკოდაავადება, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“, – თქვა მომღერალმა (იხილეთ […]
,,ბაბუა გვემუქრებოდა, მოგკლავთ, ბავშვს თუ წაიყვანთო”
საქართველოში სოცმუშაკებს უამრავი პრობლემა ხვდებათ, ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხის წინაშე აყენებენ. სოციალურმა მუშაკმა ნანი მახათაძემ ,,კვირის პალიტრასთან” ასეთი შემთხვევა გაიხსენა: – ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით ორ ოჯახს არჩენდა – თავისი ქმრის და მშობლების. მისი მშობლები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. საღამო იყო, რომ მივედით. ბებიას ხელში […]
მარი კორკოტაძე: “ექიმები რომ არა, ჩემი შვილი ბევრად განვითარებული იქნებოდა” – რა უნდა ვიცოდეთ აუტისტი ბავშვების სამყაროზე
მარი კორკოტაძეს 10 წლის აუტისტი შვილი ჰყავს. პატარა დათა 3 წლის იყო, აუტიზმის დიაგნოზი რომ დაუსვეს. მარის მაშინ ამ მდგომარეობის შესახებ არც სმენოდა. აუტიზმი ფსიქიკის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ინდივიდის ჩაკეტილ ცხოვრებასა და გარემოსგან სრულ მოწყვეტას განაპირობებს. ადამიანი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ სამყაროში. ეს მდგომარეობა ადრეულ ასაკში წარმოიშობა და მისი სიმპტომები ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის […]
,,უზომოდ გაწვალდა, რაღაც მომენტში თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია…” – ბავშვობის მეგობარი ვანო ზოდელავაზე
თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. თემურ ქურხულმა ბავშვობის მეგობრის ცხოვრებასა და უკანასკნელ დღეებზე ჟურნალ ,,სარკესთან” ისაუბრა. გთავაზობთ მცირე მონაკვეთს ინტერვიუდან: -ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე – მაია ნიკოლაძე გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც […]
,,ჩემს შვილებს არც ,,აიფონები” აქვთ, არც ძვირადღირებული ტელეფონები” – ანუკი არეშიძე
თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე პიანისტ თათია შარანგიას გადაცემა ,,სთორის” სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე. მან მომავალ მეუღლესთან შეხვედრის ამბავიც გაიხსენა. -პარიზიდან მქონდა პირდაპირი ჩართვა, ამ ჩართვისთვის უყურებია და მაშინ მოვწონებივარ. რომ შემხვდა, მერე მითხრა: შენ ის გოგო ხარ, რომელიც მომეწონაო. ძალიან ნელა დაიწყო და შემდეგ ყველაფერი სწარაფად განვითარდა. […]
თეა გოდოლაძე: “ახლო მომავალში კავკასიაში ძლიერი მიწისძვრებია მოსალოდნელი”
საქართველოში, მისი სპეციფიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ფართომასშტაბიანი ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფები – მიწისძვრები, წყალდიდობები, მეწყერები, ზვავები, სეტყვა, გვალვა, გრიგალი, ტყის ხანძრები და ა.შ. დანაკარგები დიდი და აუნაზღაურებელია – ადამიანური მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა და მძიმე დარტყმები ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე. მარტო 2015 წელს ქვეყნისთვის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით მიყენებულმა […]










