კატეგორია: საზოგადოება

,,სააკაშვილს ის კოსტუმი პატარა ჰქონდა, ჩემს შვილს შეეცოდა და ნორვეგიაში მისი კოსტუმისთვის წავიდა” – ზარდიაშვილის სიმამრი

ნორვეგიაში, ელექტროტექნიკის ქურდობის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ აბრალავას მამა მომხდარის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, პარტია ,,აღორძინების” ყოფილი ლიდერი აცხადებს, რომ მისი შვილი ნორვეგიაში არ ყოფილა. -უფასო შვებულება აიღო, როგორც მე ვიცი და წავიდა. ერთი თვის წასულია. პირად საქმეზეა წასული. არა აქვს უფლება, წავიდეს? თქვენ რაზე ხართ გამოსული დღეს აქ? ესე საქმეზე წავიდა […]

,,ადამიანი ხანდახან ისე ეცემა, ფიქრობს, ვერასდროს ადგება, მაგრამ მიდის უფალი და აყენებს მას” – ილია მეორე

ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ადამიანის განვითარებაზე და ამ პროცესში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, პირველ რიგში, ,,თვისთა ცოდვა განიცადოს”. -ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. რატომღაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ ვიწყებთ […]

მარიამ ჭელიძე: ,,ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა” – ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის

„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა. 31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიტარა. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა. მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს […]

,,ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება” – თენგიზ არჩვაძე

უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ძალადობრივ რეჟიმს, არ გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენი, – ასეთ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ,,კვირის პალიტრამ” ამ საკითხზე მსახიობ თენგიზ არჩვაძეს კომენტარი სთხოვა. – ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრი უარესად მხდის ის საშინელება, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ […]

სასწაულმოქმედი სამლოცველო თერჯოლაში, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნში, სადაც წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოა, მომლოცველების შეკრება ტრადიციულად გუშინ ღამით დაიწყო. ისტორიის მიხედვით, სამლოცველო სასწაულმოქმედია, მას სამჯერ უნდა შემოუარო, რომ სურვილი, რომელსაც შესთხოვ, ასრულდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამლოცველოს კარი არ იკეტება, ამიტომ მას ხალხმა გოგნის კარუგდებელი უწოდა. მე-8 საუკუნეში აშენებული სამლოცველო კომუნისტებმა 1925 წელს დაანგრიეს, 1990 წელს კი ის აღადგინეს. […]

ვანო ზოდელავა გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი წლის წინ ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოყვა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ავტოავარიის შემდეგ  ის კლინიკაში მკურნალობდა. ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო.

,,მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი” – გურანდა გაბუნია

4 თებერვალს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ მან ფეხის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ განსაცდელს დაძლევდა, მაგრამ… გურანდა გაბუნია ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ქალი იყო, რადგან 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვერდით ჰყავდა მეუღლე, მისი ცხოვრების დიდი სიყვარული, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. სახალხო არტისტი ერთ-ერთ ბოლო […]

,,ამ ხატმა სასწაული მომივლინა, ეტლზე მიჯაჭვულს შვილი მაჩუქა”

,,წმინდა­ დედოფალ ქეთევანის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ის სიკვდილამდე ლოცულობდა საქართველოში, 300 წლის შემდეგ ქართველმა დედა-შვილმა, ნანა მირო­ტაძემ და ოლღა ხარშილაძემ, დააბ­რუნეს. დღეს ხატი დედაქალაქის პატარა ეკლესიაში, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარში ბრძანდება. გვინდა, რომ ეს მთელმა ქვეყანამ იცოდეს, – წერს თამარ გიგაშვილი”. ოლღა ხარშილაძე კი ,,კვირის პალიტრასთან” საოცარ ისტორიას ყვება: ,,ჩემი ისტორიაც ზუსტად ისეთია, როგორიც […]

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი – ,,ფოტოდან პატარა გოგონა უკვე აღარ იმზირება”

,,იცნობთ გოგონას, რომელსაც ერთ დროს მთელი საქართველო გულშემატკოვრობდა?” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფორტუნა.ჯი და მსახიობ შორენა ბეგაშვილის ერთადერთ ქალიშვილზე, ევა ბარბაქაძეზე წერს. ,,ფოტოზე გამოსახულია გოგონა, რომელსაც ერთ დროს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ის საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა და უამრავი ოპერაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო. ეს გოგონა შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძეა. დიახ, თვალები არ […]

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ მან მძიმე ტრავმა მიიღო. -გუ­რან­და გა­ბუ­ნია ერთი თვის წინ სახ­ლში წა­იქ­ცა და მო­ი­ტე­ხა ფეხი. როცა აღარ გა­მოჩ­ნდა, კარი შე­ან­გრი­ეს და ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. ამის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­თულ­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ვი­ყა­ვი მას­თან კლი­ნი­კა­ში, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მე­სა­უბ­რა, კერ­ძოდ […]