კატეგორია: საზოგადოება

,,უსინათლო ანა ბებო შიმშილით სიკვდილის პირასაა მისული, მომკალითო, გვეხვეწება” – აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო აქციებს ხშირად მართავს და უამრავ ადამიანს ეხმარება, ამჯერად უსინათლო მოხუცზე ავრცელებს ინფორმაციას და საზოგადოებას მოუწოდებს, ანა ბებოს დაეხმარონ. ,,სასწრაფოდ წაიკითხეთ, რა. ანა ბებო შიმშილით და ავადმყოფობით მართლა სიკვდილის პირამდე დაგხვდა მისული. ამ წამს ჩამოვედით სოფელ საბათლოში, ბოლო ქართული სოფელია დედოფლისწყაროში აზერბაიჯანის საზღვართან. მოხუცი არის უსინათლო, რაღაც დაავადება აქვს თავზე, კი […]

,,სარაჯიშვილმა მკითხა, რა უყავიო, ვუთხარი: „კაცო, ჩამოეხსენი ამ „ვეფხისტყაოსანს“, ვიღაც გადამთიელს გინდა, გაატანო-მეთქი…” – საოცარი ისტორია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებიდან

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფეისბუქში აქვეყნებს ერთ ეპიზოდს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებიდან, რომელიც თამაზ ჯოლოგუას წიგნში შევიდა და მალე გამოიცემა. ექვთიმე თაყაიშვილი: „ერთი ნესტორ წერეთელი იყო, საჩხერელი დიდი თავადი და იმას ცოლად ჰყავდა გურიელის ქალი, სახელად პელაგია. ნესტორი გარდაიცვალა და მისი ქონება – მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი – მის ცოლ-შვილს და ნათესავებს დარჩა. ხელნაწერს თურმე ყდა ჰქონია […]

ტელეკომპანია ,,პირველის” ოპერატორები სამსახურიდან დაითხოვეს

ტელეკომპანია ,,პირველის” 8 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მხოლოდ ორი  ოპერატორი დაითხოვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებმა, სხვებიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი ,,ქართველი ვიდეოოპერატორები და ფოტოგრაფები” ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი ოპერატორი წერს, უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი ,,არასანდო თანამშრომლობა” იყო, რაც მისთვის გაუგაბარია, თუ რას ნიშნავს ეს განმარტება. გათავისუფლებულ ოპერატორებს სოლიდარობას უცხადებენ […]

,,ნიკოლოზი ჯანმრთელია! ყველას გილოცავთ!”

ყველას გისურვებთ ასეთი ამბების გაგებას – ბავშვმა ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ ნუგზარ სულაშვილმა დაწერა. ახლა კი თეო ელიაძე წერს: ,,ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, რომელიც 5 თვიდან ლეიკემიას ებრძვის, დღეს შეუწყდა 26 თვიანი ქიმიები და ნიკოლოზმა დაამარცხა ლეიკემია. მადლობა თითოეულ ქართველს თუ არა ქართველს”. ,,მადლობა უფალს!”, ნიკოლოზი ჯანმრთელია! ყველას გილოცავთ!”, ,,ნიკოლოზი იმედის სხივია, რომ სხვა […]

,,27 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს, მკერდის მოკვეთა დამჭირდა” – მსახიობმა მძიმე სენი დაამარცხა

მსახიობი გვანცა ლაღიძე თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე ყვება პროექტში ,,ქალები საქართველოდან”. მან სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა და ახლა იმ ადამიანების დახმარება სურს, რომლებიც იმავე გზას გადიან ახლა, რომელიც მან უკვე წარსულში მოიტოვა. ,, 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით […]

,,ისე გამოგვყარეს სახლიდან, ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს” – უკრაინაში დაღუპული მეომრის ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

უკრაინაში დაღუპული 32 წლის ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახი ქუჩაში, ღიას ცის ქვეშ აღმოჩნდა. აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის, ერაყის ომისა და ბოლოს უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლის მეუღლე და შვილი რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან ოჯახმა 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლო. დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახმა ნაქირავები სახლიდან პირადი ნივთებისა და […]

”ანას მთელი ორგანიზმი განადგურებული, ძვლებიც კი დაზიანებული და შეჭმული ჰქონია” – ანა ლაშხელი-ონიანის სიცოცხლე და სიკვდილი

”ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ… ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება. იგივე ოთახი, ადამიანები, გარემო, სამუშაო, მუსიკა, მანქანა, ლოგინი, ფარდა, დილის ფინჯანი ყავა, ჭურჭლის დარეცხვა, ზარი მშობლებთან, წუწუნი დაქალთან, იგივე ისტორიები აფსუ სამყაროდან. და უცებ წარმოვიდგინე, როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც. წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ჩემს ოთახში ვერ გავიღვიძო. რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს. რომ […]

,,უნდა დასრულდეს ბავშვების მოტყუება, რომ წერომ ჩამოიყვანა” – მაია ცირამუა

,,არ შეიძლება, განათლებამ ადამიანს უბიძგოს გარყვნილებისკენ,” – ასე ეხმაურება ბავშვთა ფსიქოლოგი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია გააკრიტიკა და ბავშვების გარყვნილებაში დასდო ბრალი. მაია ცირამუა აცხადებს, რომ სექსუალური განათლება ბავშვებში პრევენციულ ხასიათს ატარებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სრული უფლება, იცოდნენ საკუთარი თავი და სხეული შეიცნონ. -ის, რა მცდელობაც ხატიას ჰქონდა და ზოგადად ცოდნის შეტანა საზოგადოებაში, ბავშვებში, […]

,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა” – პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლე

,,სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა გეგას ამბავი. სშინლად მწყდება გული ამ საყვარელ ბავშვზე… ტყუპების კლასელი იყო და 6 წლიდან ვუყურებდი… სასტიკად განვიცდი… ხვალ გაასვენებენ ამ სიკეთეს” – მაია კაჭკაჭიშვილი. “ჩვენი გეგა… ვერ ვიჯერებ… აცხონოს უფალმა მისი სული…” – ზურაბ სულაკაური. “ჩემმა გეგამ გული მომიკლა…” – ზაალ სულაკაური. წერდნენ ერთი წლის წინ უნიჭიერეს პატარა მხატვარზე, 14 წლის გეგა პატურაშვილზე. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. […]

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,გია როინიშვილის სიმღერები მანქანაში ჩართული მაქვს და ავყვები ხოლმე” – ვიდეო

მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ,,მიუზიკ ბოქსის” სიუჟეტში თავის შემოქმედებაზე, საყვარელ საქმესა და ოჯახზე საუბრობს. ჟურნალისტმა კითხვა ყოფილ ქმარზე, მსახიობ გია რონიშვილზეც დაუსვა. მუსიკოსმა უპასუხა, რომ მისი დამახასიათებელი ხმა მოსწონს. -გიას აქვს სპეციფიკური ხმა, სიმღერას ხრინწივით გასდევს. ლაპარაკიც ასეთი აქვს, ბზარივით აქვს. მანქანაში ჩართული მაქვს, ვუსმენ და ავყვები ხოლმე (იხილეთ მიუზიკ ბოქსის მიერ მომზადებული სიუჟეტი).