კატეგორია: სამართალი

გორში მამაკაცმა 82 წლის დედა სცემა

53 წლის მამაკაცი გორის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა. რადიო ,,მოზაიკის” ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცმა 83 წლის დედას, გ. დ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

სამტრედიის ბაღებში ბავშვებს ცხენის ხორცს აჭმევდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს – ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი […]

4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი დადგენილია – ,,დედამ თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა…”

,,სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით”, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიყენებულმა დაზიანებებმა მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ..2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის […]

,,სვეტას მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი” – ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

,,ქრონიკამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის მთავარი მტკიცებულება. 23 წლის კაცი, რომელსაც 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საგამოძიებო უწყებას ხმაურიან ჩვენებას აძლევს. ინციდენტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ბრალდებული მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ქალის მოკვლა განზრახული არ ჰქონია და ის მხოლოდ თავს იცავდა. ეს საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მანამდე კი, ამ […]

ინტიმური ვიდეო თანაკლასელების მონაწილეობით – საქმეს შსს იძიებს

ინტიმური ვიდეო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით – ფეისბუქის დახურულ ჯგუფში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ატვირთა. ინტიმური ხასიათის კადრებში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათეკლასელები ფიგურირებდნენ. დახურულ ჯგუფში სკოლის მოსწავლეების გარდა, სასწავლო დაწესებულების ფსიქოლოგიც იყო გაწევრებული, ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან ნახა და დირექციას აცნობა. ერთ-ერთი ვერსიით,  სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მეათეკლასელები […]

,,მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს, ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ბესელიას კადრები ვნახე” – ანა აროშიძე

ანი აროშიძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დააკავეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან პირად შეტყობინებაში მიღებული ვიდეომასალა თავის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა. მან ფეისბუქში დაწერა: ,,მე ანი აროშიძე ვარ, 19 წლის. 31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს. მამაჩემი […]

თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა – სატანისტური რიტუალის თუ ფსიქოპათის მსხვერპლი

გიორგი მამრაძემ თავი მოაჭრა მასთან სტუმრად მისულ ძველ მეგობარს, ბადრი თავართქილაძეს. მოჭრილი თავი აბაზანაში შეიტანა, საგულდაგულოდ გარეცხა და იქვე დატოვა. ამის შემდეგ ქუჩაში გავიდა, შამპანური იყიდა, ბოთლი იქვე გამოცალა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრაბახს მოჰყვა, ასე კარგად დანა არასოდეს მიხმარიაო… პოლიციამ ნაწამები ცხედარი კარის ზღურბლთან იპოვა. დანაშაულმა მრავლისმნახველი სამართალდამცველებიც კი შეაძრწუნა. იმ საბედისწერო საღამოს გიორგი […]

,,გვცემეს, იატაკზე გვათრიეს, დაგვლეწეს…” – ზვიად კუპრავა დააკავეს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დღეს დილით გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია” ოფისში დააკავეს. ადგილზე მყოფი მისი მეგობრების განცხადებით, დაკავებისას სამართალთამდავებმა კუპრავას მეუღლეს ხელი დაარტყეს, ოფისი დაარბიეს, ინვენტარი და კომიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს. “ზვიად კუპრავა დააკავეს. ოფისში შემოგვივარდნენ… გვცემეს, იატაკზე გვათრიეს, დაგვლეწეს… რაზე? სხვისი თეფშიდან ჭამაზე და პანღურის თემაზე”, – წერს კუპრავას მეგობარი. როგორც “ნიუპოსტს” გახარიას […]

ირინა ონაშვილის სამკაულების ქურდობის ბრალდებით მისი დამხმარე ქალი დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „მის სა­ქარ­თვე­ლო 2003″-ის, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით 45 წლამ­დე ქალი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ონაშ­ვი­ლის სახ­ლში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” თა­ვად ირი­ნა ონაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ფაქ­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გვი­ან მი­მარ­თა. ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი 20 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. -დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ელების, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ეს […]

16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, 16 წლის ბიჭმა კი ვენები გადაიჭრა – თანაკლასელთა თვითმკვლელობის მცდელობა გორში

გუშინ საღამოს, დაახლოებით 2 საათიანი ინტერვალით, გორში ორმა თანაკლასელმა სუიციდი  სცადა. თავდაპირველად 16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა საკუთარ სახლი სცადა. ოჯახის წევრებმა მას უგონო მდგომარეობაში მიუსწრეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში კი ბიჭმა ვენები გადაიჭრა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 16 წლის მოზარდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. “9 საათზე შემოიყვანეს პაციენტი ჩვენთან. ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება. მისი მდგომარეობა არის უმძიმესი”, – განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. […]