კატეგორია: სამართალი

“ელისო ჩეჩელაშვილი ჩემი ქმრის სიყვარულში გამომიტყდა, მე დანა მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და შველას ითხოვდა” – რას ამბობს 45 წლის ბრალდებული

ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს. „მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს. მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები […]

საფრანგეთში ნასწავლი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, იდუმალი გაუჩინარება მის საქმიანობას უკავშირდება?

ახალგაზრდა ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის, ოთხდღიანი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. ასამდე პოლიციის თანამშრომელი ამ დრომდე სოფელ ხიხანის გარშემო მდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა. გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულად დღემდე არ იციან, თუ სად მუშაობდა მათი შვილი და რა მოვალეობას ასრულებდა. სრულიად […]

,,ჩემი შვილი მონად ჰყავდათ, ის მოკლულია!” – სიძის ოჯახი მშობლებს შვილის ცხედარს არ ატანს

მარტვილში სამი დღის წინ გარდაცვლილი ქალის ახლობლები ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ქმრის ოჯახი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ამის გამო ოჯახმა გუშინ სოფელ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტა და ცხედრის გადასვენებაში პოლიციის დახმარება მოითხოვა. ოჯახის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ქალს ოჯახში უთანხმოება ჰქონდა, რამაც შესაძლოა თვითმკვლელობა გამოიწვია. მათი თქმით, ქალზე მეუღლე, დედამთილი და მული […]

ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებით მაქსიმუმი 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა”

ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” განმარტა, თუ რას ნიშნავს დასკვნაში მითითებული სიტყვები ,,მსუბუქი დაზიანებები”. ექსპერტი: მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის კუთხით გულისხმობს იმას, რომ ეს იწვევს პირონების ჯანმრთელობის მოშლას 7 დღიდან არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ დაზიანებების, ამ ჰემატომების მკურნალობა მოხდებოდა სტაციონარში. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებოდა, ექნებოდა ტკივილის სინდრომი, მაგრამ ეს ავადმყოფური […]

პროკურატურა: ,,გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით”

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, – აღნიშნულის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული […]

ექსპერტიზის დასკვნა: ,,გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში არ აქვს მიყენებული”

ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ხარისხის განსაზღვრისას იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში. ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე […]

ლაშა ლურსმანაშვილი: ,,არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას”

ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონ ჩანს. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლურსმანაშვილმა მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა. _არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას. გური ამირხანაშვილმა მთხოვა დარეკვა, – ამბობს ლურსმანაშვილი.

პირი, რომელიც კაწრო ეგონათ, ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია? – ის გამოკითხვაზე იმყოფება

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია. აღსანიშნავია, რომ ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე იმყოფება. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის […]

,,გავრცელებულ ვიდეოში კაწრო არ არის” – ბილანიშვილის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაიშვილი ავთანდილ ბილანიშვილზე, მეტსახელად კაწროზე კომენტარს აკეთებს 2020-თან. -გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ, რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა […]

სურამში ქმარმა მძინარე ცოლი საწოლში მოკლა – ,,სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა”

სურამში, რუსთაველის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცმა მძინარე ცოლი გამთენიისას მოკლა. მოკლული ქალი სამი შვილის დედაა. ,,მთავარის: ინფორმაციით, მკვლელობისას ბავშვები სახლში არ იმყოფებოდნენ. მეზობლები ,,მთავარს” უყვებიან, რომ მათ გამთენიისას რადენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თავდაპირველად ფეიერვერკი ეგონათ, თუმცა შემდეგ ქუჩაში გამოსულებს შემზარავი სურათი დახვდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა. საგამოძიებო უწყებაში ,,მთავარს” […]