ექსპერტიზის დასკვნა: ,,გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში არ აქვს მიყენებული”

ექსპერტიზის დასკვნა: ,,გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში არ აქვს მიყენებული"ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ხარისხის განსაზღვრისას იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“.

როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში.

ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.

როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

ინტერპრესნიუსი