,,მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ საძილე წამალს იღებდა” – მარიამ ჯიშკარიანი

,,მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ საძილე წამალს იღებდა" - მარიამ ჯიშკარიანიცენ­ტრ „ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლს რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რა­ტომ და­უ­ნიშ­ნეს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თი­და­ნაც არ ირ­კვე­ვა.

-მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იცო­და, რომ იღებ­და ამ პრე­პა­რა­ტებს, მაგ­რამ მან იცო­და, რომ ეს პრე­პა­რა­ტი იყო სა­ძი­ლე. რო­დე­საც ჩვენ მოვხსე­ნით ეს პრე­პა­რა­ტი 27 ნო­ემ­ბერს, მან მე­ო­რე დღეს­ვე იგ­რძნო ცვლი­ლე­ბა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და შეძ­ლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ამ­ჟა­მად, რჩე­ბა ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გებ­თან და არად­რო­ულ გა­დაყ­ვა­ნას­თან კლი­ნი­კა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ად­გა ზი­ა­ნი, აღე­ნიშ­ნე­ბა ე.წ.ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, რაც თვალ­სა­ჩი­ნოა. მე არ ვიცი ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ზო­გა­დად, რო­დე­საც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბა, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ფსი­ქო­ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბა…

ამა­ზე პა­სუ­ხი ალ­ბათ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ექ­ნე­ბა – იყე­ნებ­დნენ ამ პრე­პა­რატს ზო­გა­დად სა­ძი­ლედ თუ რა­ი­მე გან­ზრახ­ვით? იმ ნერ­ვო­ლო­გი­ურ სიმპტო­მა­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­მოვ­ლე­ნი­ლია, ე.წ. ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია,- გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.