იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენით” სწავლება დაწყებით კლასში სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. განათლების მინისტრის განმარტებით, უკვე არსებული ,,დედა ენის” 6-მდე გრიფირებული სახელმძღვანელო კვლავ რჩება მოხმარებაში და მას დაემატება გოგებაშვილის ,,დედა ენაც”. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კონკრეტულ სკოლას შეეძლება გოგებაშვილის ავტორობით შექმნილი წიგნი როგორც ძირითად, ასევე დამხმარე […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას გინებისთვის ხაშურელი დეპუტატი სიმონიშვილი პარტიიდან გარიცხა
ხაშურის საკრებულოს წევრმა ,,პატრიოტთა ალიანსიდან” ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ამის გამო ალექსანდრე სიმონიშვილს პარტია დაატოვებინეს. ,,ირმა ინაშვილის და ,,პატრიოტთა ალიანსის” სწორი პოზიცია. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების მაგალითი. ამას ვითხოვთ”, – დაწერა ინგა გრიგოლიამ და ირმა ინაშვილის საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. ,,ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის […]
,,ერთმა პოლიციელმა ცემისგან თვალში მხედველობის 95% დაკარგა” – საბანაძე 20 ივნისის აქციაზე
,,ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა”, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. „პოლიცია დაახლოებით 2 საათი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მხოლოდ ფარის ანაბარა იცავდა თავს და პარლამენტს აქტიური შტურმისგან. მაქსიმუმი კეთდებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური, კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე დაგვეცვა პარლამენტის შენობა, თუმცა 00:00 საათისთვის, შტურმის […]
თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,შორს ნაცი ველურებისგან!”
,,ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის შესახებ წერს და იმ მიზეზებზე, რამაც პარტია ორად გაყო. ,,აი, აქ კომენტარებში შეიხედეთ და ეგრევე მიხვდებით: 1. რატომ დაიშალა ენმ; 2. რატომ ღმუის საპროტესტო აქცია ენმ-ის წევრთა მიმართვებზე და სააკაშვილის ხსენებაზე; 3. რატომ უნდა იყო ყოველთვის და ყველგან შორს ნაცი ველურებისგან; 4. რატომ მივიჩნევ დოყლაპია იდიოტად ყველას, ვისაც ნაცებთან […]
მოტეხა თუ არა ხელი სააკაშვილმა ასაკოვან ქალს – ,,ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა”
მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში პენსიონერ ქალს ხელი მოსტეხა, ამის შესახებ უკრაინული პორტალი წერს. სააკაშვილი მომხრეებთან ერთად სასამართლოში მივიდა, სადაც „კრაიანის საქმე“ მიმდინარეობდა – ყოფილი გუბერნატორი აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქალაქის მერს, გენადი ტრუხანოვს ბრალდებები მოეხსნას. ტრუხანოვს ყოფილი ქარხნის, „კრაიანის“ უკანონოდ შეძენა ედება ბრალად. სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად სასამართლოს პიკეტირება სცადა, რასაც ხმაური მოჰყვა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორც პორტალი […]
გიორგი ოთხმეზური: ,,პუტინმა ისტორიული ფაქტები ამოაყირავა”
,,რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა”, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას. -აფხაზეთი ისეთივე კუთხე იყო საქართველოსთვის, როგორც კახეთი, ქართლი და სხვა კუთხეები. მართალია, მე-19 და მე-20 საუკუნეში რუსეთის ხელშეწყობით აფხაზი ერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართველები იქ სულ მეტნი იყვნენ. პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი სტალინმა აჩუქა […]
პუტინი: ,,არანაირი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო თბილისის გუბერნია”
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი ცინიკური განცხადება გააკეთა, რომ „1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა“. მისი ფანტაზიები უფრო შორს მიდის და აცხადებს: -ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს 1774 წელს, მთლიანად, სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810-ში, როგორც დამოუკიდებელი სახელწმიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა. […]
,,გაბუნიამ და გვარამიამ დატოვონ ქვეყანა” – ითხოვენ ,,რუსთავი 2″-თან შეკრებილი ადამიანები
„რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებილები ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა, პასუხი აგოს ყველა პროვოკატორმა. „მოვითხოვთ, გვარამიამ და გაბუნიამ დატოვონ „რუსთავი 2“. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ყველა პროვოკატორმა, რომელიც ქვეყანას ემუქრება, დატოვოს თანამდებობა. ყველა პროვოკატორმა თანაბრად უნდა აგოს პასუხი. გაჰყვნენ რუსეთის მიმართულებით ბოლო რეისს“, – განაცხადეს ტელეკომპანიასთან შეკრებილებმა. მათივე […]
ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე
ამბროლაურის მერიამ გართობაზე 5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე სოციალურ პროგრამებში – ეს მონაცემები ,,ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ამბროლაურის მერიამ გართობასა და დასვენებაზე 1,4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო სოციალურ პროგრამებზე 265 ათასი ლარი. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციითვე, ამბროლაურში ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია.
გიგი უგულავა: ,,მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო რუსთაველზე დგას’
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მიერ თანამდებობის დატოვებას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურანა. მისი თქმით, მიხეილ გიორგაძის მიერ დასახლებული მოტივი, რომ ის სისტემიდან იმისთვის წავიდა, რომ ამ სფეროში ახალი ადამიანები მოვიდნენ, სიცრუეა და ის მოხსნეს იმის გამო, რომ მისი სფეროს წარმომადგენლები რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ: „მოედინება და მოაქვს […]










