რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და ამის დასამტკიცებლად 1922 წლის საბჭოთა რეჟიმის მიერ შედგენილი დოკუმენტები და რუკა მოჰყავს. ,,საბჭოთა პერიოდის გეოგრაფიული რუკების ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი ზნაურის რაიონში გადის მდინარე ლოპანის დასავლეთით, ანუ დასახლებულ პუნქტები წნელისი, გვირგვინა და ლოპანი, ასევე სამრეწველო კომპლექსი “სამხროსეთტალკი” […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზელენსკი: ,,დაბადების დღეს გილოცავ, უკრაინა!” – პრეზიდენტის ემოციური სიტყვა
უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა. ერთ-ერთი აქცენტი მან უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე გააკეთა. „ჩემი ყოველი დღე იწყება ტექსტური შეტყობინებით. ეს არის გენერალური შტაბის მესიჯი: გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნა – 7, დანაკარგი – 2. ციფრები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი რამ აქცევს დილას მშვიდობიანად. ესაა ნული. ცეცხლის გახსნა – 0, […]
რაში სჭირდება დონალდ ტრამპს გრელანდიის ყიდვა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, როგორც 70 წლის წინ, დანიამ ამჯერადაც უარი განაცხადა. უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რისთვის ჭირდება ამერიკას მსოფლიოს უდიდესი კუნძული, რა შეიძლება ღირდეს გრენლანდია და რა შუაშია რუსეთი და ჩინეთი ? რა სიმდიდრეა გრენლანდიაში? გრენლანდიის ტერიტორიის დაახლოებით 80% ყინულით არის დაფარული, თუმცა კუნძულის წყლები მდიდარია თევზით, ხოლო […]
გია რაზმაძე: ,,შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება”
გუგუტიანთკარის მცხოვრებთა გასაჭირი გრძელდება. გია რაზმაძე ,,კვირის პალიტრასთან” ყვება: -15 აგვისტოს მოვიდნენ რუსები და პირდაპირ მომახალეს, სამ დღეს გაძლევთ აქაურობის დასაცლელადო. არ გამკვირვებია, რადგან ვხედავდი, მანამდე როგორ იქცეოდნენ. გამოვიტანე, რისი გამოტანაც შეიძლებოდა. სახლს ვერ დავშლიდი და ხელუხლებელი დავტოვე… სახლი ჩემი ხელით ავაშენე. ბაღს ვუვლიდი, სიმინდი მომყავდა და როგორია, ვიღაც გადამთიელი რომ დაგადგება, დაცალე სახლ-კარი, აქ აღარ ცხოვრობო?! […]
,,უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩვენი დეპუტატი, მაგრამ არ ვიცი” – სიუჟეტი ხაშურიდან – ვიდეო
როგორ მუშაობს მაჟორიტარი დეპუტატი ხაშურში – ტელეკომპანია ,,დიამ” ამ კითხვით ხაშურის მცხოვრებთ მიმართა. გამოკითხულთა ნაწილმა არც იცის, ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი. ვინც იცის, ამბობს, რომ სიმონ ნოზაძემ დაპირებები არ შეასრულა. შიდა ქართლის რეგიონში 5 მაჟორიტარის ბიურო ფუნქციონირებს. ერთი ბიუროს შენახვა 5 ათასი ლარი ჯდება. საბიუჯეტო სახსრები თანამშრომლების ხელფასებს, ფართის ქირას და სხვალასხვა ხარჯებს ხმარდება – […]
გია რაზმაძე საკუთარ სახლს მანამდე ანგრევს, სანამ ოკუპანტები დაეპატრონებიან – უმძიმესი ვითარება გუგუტიანთკარში
დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს და საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვრის მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების […]
სახელმწიფო ვალს არ აპატიებს ,,რუსთავი 2″-ს, ,,იმედს” და ,,მაესტროს” – ,,ეს მანკიერება უნდა დამთავრდეს!”
ტელეკომპანიებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკის საკუთარი წინადადებების წარდგენას ითხოვს. მაჭავარიანის თქმით, საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს „იმედს“. „რუსთავი 2“-ის დავალიანება დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებშია, „იმედის“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული […]
ქიბარ ხალვაში: ,,რუსთავი 2″-ს ვყიდი”
,,რუსთავი2″-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. ,,გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით”, – წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. ,,თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც […]
გუბაზ სანიკიძე: ,,ივანიშვილი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მოსკოვიდან დაურეკეს, მანდ დაეტიეო”
გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი 22 ივნისს ქვეყნის დატოვებას აპირებდა. -სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ივანიშვილი გაქცევას აპირებდა. მოსკოვიდან დაურეკეს, დაეტიე მანდ, არავის გეკითხება შე, სად წახვალ და სად არაო.. ზუსტად იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი თავის სახლში.. იცოდეთ ეს!.. ეს გამქცევია! ერთი დიდი მიტინგი კიდევ და გამქცევი იქნება უკვე! […]
დრესკოდი მცხეთის მერიაში – კაბინეტებში შესვლამდე კაცებს შარვლებს და ,,ჩუსტებს” უმოწმებენ
მცხეთის მერიაში მოქალაქეებისთვის დრესკოდი დააწესეს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანების ნაწილს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილებაზე შეზღუდვები აქვს. მერიამ მოქალაქეებს დაუდგინა, როგორი მაისური, შარვალი ან ფეხსაცმელი არ უნდა ეცვათ. როგორც მოქალაქე ბექა ზაკაიძე ფეისბუქში წერს, დაწუნებული ტანსაცმლის გამო არქიტექტურის სამსახურიდან დოკუმენტი ვერ გამოიტანა: ,,უეჭველი ფერადკანიანებზე და არაბებზეც უნდოდათ ამ […] გამოკვრა, მაგრამ იკონკა ვერ იპოვეს. მოკლედ, […]










