მომღერალი ნინა წკრიალაშვილმა ფეისბუქში თავის რჩეულთან, ილიას აზარიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. ამ რომანის შესახებ მომღერალი თავადაც საუბრობდა. გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” მან მოყვა, რომ ყოფილი საყვარლის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ლიბანელ შეყვარებულთან ურთიერთობა გაუფუჭა. როგორც ჩანს, ყველაფერი მოაგვარეს და დღეს ერთად არიან. ნინა ცოტა […]
კატეგორია: პირადი
როგორ გამოიყურება ორსული ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილის მიერ “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი, სადაც ახალ ამბავს მათ უამრავი ადამიანი ულოცავს. მათ შორის არის თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომლის კომენტარს ბერამ ასე უპასუხა: ,,საძმაკაცო შეიკრიბება”. წყვილი ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ორსული ნანუკა გუდავაძე შესანიშნავად გამოიყურება.
ზალიკო ბერგერი: ,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სუროგატ დედას გავაჩენინო” – დიზაინერმა გასაიდუმლოებული ასაკი ,,სარკესთან” გაამხილა
ამ საჯარო მხიარული შოუების მიღმა ზალიკო ბევრ რამეს მალავს, მათ შორის ასაკსაც, რომელიც ვერც ერთ ტელეშოუში ვერ ათქმევინეს. აი, საყვარელ ჟურნალ ,,სარკესთან” კი ზალიკომ გაამხილა, მალე რამდენის გახდება. – ყველგან თქვენს ქეიფზე, სმაზე ლაპარაკობენ. მართლა სერიოზულად დგას ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა? – მაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არ მინდა დალევა. მაშინ არც ტელეფონს ვპასუხობ, არც სახლიდან გავდივარ. […]
90 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთს თამაშობს – რას ყვება ცნობილი რეჟისორი თავის დიდ სიყვარულზე
ცნობილი კინორეჟისორი, 90 წლის ლანა ღოღობერიძე ვერის პარკის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობს. ფოტოს სოციალურ ქსელში მისი შვილი ნუცა ალექსი-მესხიშვილი ავრცელებს. ლანა ღოღობერიძემ მომავალი მეუღლე, ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გაიცნო – ცოლშვილიანი, 13 წლით უფროსი, ცნობილი არქიტექტორი, მრავალი საინტერესო შენობის ავტორი, მათ შორის სპორტის სასახლისაც. ლადო ალექსი-მესხიშვილი გამორჩეული გარეგნობისა გახლდათ, ამიტომ ქუჩაში გასული უმალ ხალხის ყურადღებას იპყრობდა. ცნობილი […]
“შენში ზუზუ კი არ მიყვარდა, ზაზა მიყვარდა, უწესიერესი და უგადარეულესი” – თამარ ორაგველიძე ზუზუ ბეჟაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
დღეს ზუზუ ბეჟაშვილის დაბადების დღეა, მსახიობი 43 გახდებოდა. ზუზუს მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს. “დღეს ჩემი მაგარი ბიჭის დაბადების დღეა. შარშან მილოცვა “ფეისზე” არ დავუწერე და მეუბნება: თამარა ქალო შენ არ მილოცავ? მეთქი რა საჭიროა საჯაროდ მოგილოცო ,როცა გვერდით მყავხარ, წელს აღარ მყავხარ ხოდა, აი გილოცავ. შენ ხომ იცი, როგორადაც არ უნდა […]
რუსთავში შეყვარებულმა პატრულს შუაღამეზე ტორტი აჩუქა – ვიდეო
“ინფო რუსთავის” ობიექტივში რუსთავში პატრულ-ინსპექტორისთვის მოწყობილი სიურპრიზი მოხვდა. 29 მაისს, დაახლოებით 00:02 საათზე, მეგობრობის გამზირზე მოძრავმა “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაჩერება სთხოვა. მას შემდეგ, რაც ავტომობილები გაჩერდნენ, “ტოიოტას” მარკის ავტომანქანიდან ტორტით ხელში 2 გოგონა გადმოვიდა. ერთ-ერთმა გოგონამ პატრულის თანამშრომელს ტორტზე სანთლების ჩაქრობა სთხოვა და დაბადების დღე მიულოცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრულ-ინსპექტორს მოულოდნელი […]
“აუცილებლად მოიყვანე ცოლი, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს” – რა მისწერა ნინი ჯაფარიძემ ქმარს სიკვდილის წინ
ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლეს წერილი დაუტოვა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, “ნინი ჯაფარიძემ იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ექიმი აფრთხილებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. დედობის სურვილი გარდაუვალი სიკვდილის შიშმაც ვერ შეაცვლევინა”. “ნინისთვის ცნობილი იყო, რომ მისთვის […]
რუსა ჩაჩუას მეხუთე შვილის გაჩენა სურს
რუსა ჩაჩუამ წლებია, რაც ტელეეკრანიდან და პოდიუმიდან ოჯახურ ინტერიერში გადაინაცვლა. ლამაზმანის იმიჯისთვის შესაფერის კარიერას ქმარსა და ოთხ შვილზე ზრუნვა ამჯობინა. ახლა დიასახლისის როლი აქვს მორგებული და ამაში პოულობს ბედნიერებას. მისი ქმარი ბიზნესმენი დიმა ნაფეტვარიძეა. ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს და ორი საერთო შვილი შეეძინათ – ნატაშკა და სანდრო. თაზო და ნადია კი რუსას პირველი ქორწინებიდან […]
თამრიკო ჭოხონელიძე: “ყველანი საგურამოს დიდ სახლში ვგროვდებით და ეს არის ბედნიერება”
საბჭოთა ეპოქაში, როცა ქვეყანა შეჩვეული იყო სცენაზე მდგომი ნებისმიერი ასაკის მომღერლის მიერ გაუცინარი, გაშეშებული, სერიოზული სახით სიმღერის შესრულებას, მთელი საბჭოთა კავშირი (შემდგომში უცხოეთიც) ააფეთქა მართლაც მზის ენერგიით დამუხტულმა, ხალისიანმა, ლამაზმა, ფერადმა, სიხარულით და სილაღით სავსე გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა “მზიურმა”. ანსამბლის პოპულარობა კოსმოსური სისწრაფით იზრდებოდა და სწორედ ამ პოპულარობის ზენიტში მყოფმა “მზიურელმა” თამრიკო ჭოხონელიძემ 13 წლის […]
მაია ასათიანი: “პირველი, რის გამოც არ მოვიკალი თავი, დედაჩემი იყო”
მაია ასათიანმა 23 მაისს საკუთარ გადაცემაში ცნობილ ადამიანებს დედებთან ერთად უმასპინძლა, დასკვნით ნაწილში კი საკუთარი დედა ნინო კალანდარიშვილი მიიწვია და საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით გააცნო… “თუ მე გადავრჩი და ცოცხალი ვარ, თუ შემიძლია სიარული და სუნთქვა, ვიღვიძებ და ვხედავ მზეს, შემიძლია სამსახურში მოვიდე და დაგელაპარაკოთ, ამ ქალის დამსახურებაა. ეს არის ადამიანი, რომლის გამო დავრჩი ცოცხალი. ამ […]











