კატეგორია: პირადი

თამუნა მუსერიძე ქმარს გაშორდა – „ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს“

ჟურნალისტ თამუნა მუსერიძისა და მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის 12-წლიანი ქორწინება დასრულდა. ამის შესახებ თამუნამ თავად ისაუბრა: -ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. ახლა რომ მიჭირს, ჩემი ცხოვრების 41 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ. არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენს ურთიერთობაში დროდადრო ჩნდებოდნენ მესაე პირები, მაგრამ ვატარებდი, ვპატიობდი  ბევრი მიზეზის გამო, ახლა უბრალოდ […]

მეგი ვიბლიანი: „ორ წელიწადში მილიონნახევარი ლარი გამოვიმუშავე“
დევნილობა,  წარმატება და მართლმადიდებლად მონათლული ჩინელი ქმარი _ ქართველი მოდელის ამბავი

„სარკე“, ლიკა ოსაძე დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან მრავალმილიონიან აუდიტორიამდე _ მოდელმა მეგი ვიბლიანმა „სარკეს“ თავის ცხოვრებისეულ გზაზე უამბო. მის ცხოვრებაში იყო წინააღმდეგობები და მოულოდნელი შემობრუნებები. ის უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებამ იმ ადამიანად ჩამოაყალიბა, რომელზეც დღეს სიამაყით შეუძლია საუბარი. 9 წლის წინ მეგიმ ჩინელ ზაკი იანზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ჰყავთ _ გაბრიელი. მეგისა და ზაკის წყვილი […]

შორენა ბეგაშვილი: „ხელი სახლში, დივანზე მთხოვა“

მსახიობ შორენა ბეგაშვილს ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ ხელი სთხოვა. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილმა თავად დაწერა: „I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში, დივანზე მთხოვა“.

„ბეწვზე ვეკიდეთ… ოთხ ადგილას იყო ნაწლავები გახვრეტილი… ორი კვირა იაშვილის კლინიკაში ვცხოვრობდით“ – ნინო ნადირაძის ურთულესი დღეები და დიდი განსაცდელი

ექიმ-კარდიოლოგ ნინო ნადირაძის ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. რამდენიმე ხნის წინ მის შვილიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ექიმების ბრძოლის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ამის შესახებ ნინო ნადირაძე „პრაიმ ტაიმთან“ ძალიან ემოციურად ყვება: _ ჯგუფელს, ბავშვს მოტანილი ჰქონდა პატარა სათამაშო მაგნიტები… მოკლედ, ეს მაგნიტები ჰქონდა ჩაყლაპული 17 თუ […]

„იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე, ველოდები წუთებს…“ – კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ

სასტიკად მოკლული კესარია აბრამიძის დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად „ნანუკას შოუში“ საუბრობს თავის ტრაგედიაზე. – ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე. ველოდები წუთებს… მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით – კესარია მხოლოდ მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო… ბოდიშს მოვუხდი მის დედას, მაგრამ მე ეს ბიჭი არ მომწონდა. განაჩენით კმაყოფილი ვარ. […]

„ჩემი ლამაზი დედიკო გამიფრინდა…  დამტოვეს მარტო…“ – რას უყვებოდა დალი ჩიტალაძე „სარკეს“ დედაზე

„სარკე“ მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა. „ჩემი ლამაზი დედიკო გამიფრინდა…  დამტოვეს მარტო…“- წერს დალი ჩიტალაძე. ცოტა ხნის წინ დალი ჩიტალაძე „სარკესთან“ დედაზე ყვებოდა: _ არ მყავს კარგად და სულ მედარდება. დედა ძალიან ტკბილია. თქვენ კარგად იცით, რომ და და ძმა აღარ მყავს, სამი წლის წინ მამაც გარდაიცვალა და მხოლოდ დედა მყავს […]

კარლო პონტი: „დედა სიღარიბეში დაიბადა, ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა“

დირიჟორი კარლო პონტი გოგი გვახარიას გადაცემა „შვილის“ სტუმარი იყო. მან კინოვარსკვლავ დედაზე, ლეგენდარულ სოფია ლორენსა და ქართველ ცოლზე, მარიამ შარმანაშვილზე ისაუბრა: – დედა ჩავიდა ჟენევაში, რადგან იქ მუშაობდა ექიმი, რომელიც ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში. მას კარლო ერქვა და მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი… ცხრა თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა…. შემდეგ მამამ ჟენევაში […]

ქეთევან ქემოკლიძე: „ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო“
რატომ შეხვდა ოპერის ვარსკვლავი ახალ წელს ოჯახისგან შორს _ „მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად განსხვავებულები ვართ და ამით უფრო ვავსებთ ერთმანეთს“

„სარკე“ ოპერის ქართველი ვარსკვლავი, მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე „სარკეს“ იმ ეტაპებზე უყვება, რომლებიც აქამდე გამოიარა. თავის დროზე გონების არჩევანი გულის არჩევანმა შეცვალა და ეკონომიკის მაგისტრმა მსოფლიო საოპერო სცენებამდე გაიკვალა გზა, რომელიც სავსეა შრომით, რისკით და მუსიკის, სცენის, ოჯახის დიდი სიყვარულით.  ქეთევან ქემოკლიძე: _ წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით. ამ კონკურსმა […]

ნუგზარ რუხაძე: „ნინა ავად რომ გახდა, მას მერე მთხოვდა, არ დამაღალატო, კრემაცია გამიკეთეო“
ცნობილმა ჟურნალისტმა ცოლს უკანასკნელი სურვილი შეუსრულა _ „ფერფლი ფუნიკულიორის მიღმა გავფანტეთ... ვიცი, ამ სტატიას კამათი მოჰყვება“   

„სარკე“    „ჩემს შვილებს ვუბარებ, რომ კრემაცია გამიკეთონ, არ შემინახონ და არ დამკრძალონ, გაფანტონ ჩემი ფერფლი“, _ უთხრა ჩვენს ჟურნალს ცნობილმა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ცოლი, მხატვარი, მართლმადიდებლური ხატების პროფესიონალი რესტავრატორი, ნინა ვოეიკოვა, გარდაეცვალა და მას ოჯახი და ახლობლები ქართული ტრადიციებისთვის უჩვეულო წესით გამოემშვიდობნენ _ ცხედარს […]

ინდირა ჯგერნაია: „საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვექცეოდი“
რა გარდატეხები მოხდა მომღერალში და რა არის მისთვის ბედნიერება _ „მივხვდი, რომ ყველაფრის პატიება არ ნიშნავს ყველაფრის გაგრძელებას“

„სარკე“ დედაშვილობა, მადლიერება, გულისტკივილი, შინაგანი ცვლილებები და გარდატეხები _ ეს ის თემებია, რომლებზეც მომღერალი ინდირა ჯგერნაია „სარკესთან“ საუბრობს. დღეს მას უკვე აღარ ეშინია იმის, რაც ცხოვრებას თავისთავად მოაქვს. ყველაფერს სიმშვიდითა და ქალური თავდაჯერებით უცქერს და ზუსტად იცის, რომ ყოველი გამოცდილება _ იქნება ეს ტკივილი თუ სიხარული _   საჭირო ეტაპია. ინდირა ჯგერნაია: _ იყო გეგმები და […]