კატეგორია: მსოფლიო

ამ წუთებში ოკუპანტების კიდევ ერთი გემი იწვის – ,,გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება”

ამ წუთებში ოკუპანტების კიდევ ერთი გემი იწვის - ,,გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება"

უკრაინელებმა ერთ დღეში უკვე სადესანტო გემი ააფეთქეს. ,,მეორე დიდი სადესანტო გემი იწვის ბერდიანსკში! ჯერჯერობით ჩაძირული არ არის, მაგრამ როგორც წერენ, შანსი აღარ არსებობს მისი გადარჩენის! ვერც სამხედროების ევაკუაციას ახერხებენ! როგორც წერენ, ამ გემზე 80-მდე ტანკი, 50-მდე ბეტეერი და 400 დესანტი იმყოფება”, – წერს ნიკო მიქაია. რამდენიმე საათის წიმ უკრაინელებმა ოკუპანტების სამხედრო ხომალდი  ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს. […]

ზელენსკი ნატო-ს: ,,დავინახავთ, ვინ გვიღალატა ფულის გამო, რუსებმა უკვე დაიწყეს ლობირება”

ვოლოდიმერ ზელენსკი: ,,არასოდეს გვიოცნებია მკვლელობაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ქვეყნებს მიმართა: -ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატო-სგან, ევროკავშირისგან და დიდი შვიდეულისგან. ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან. ჩვენი მტკიცე პოზიცია წარმოდგენილი იქნება ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე. აქ დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულის გამო… […]

,,საბერძნეთში ჩვეულებრივ რუსებსაც დაერივნენ, არაა საუბარი, ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი”

,,საბერძნეთში ჩვეულებრივ რუსებსაც დაერივნენ, არაა საუბარი, ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი"

საბერძნეთში რუსული პასპორტების მქონე მოქალაქეებს ბანკებში პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ ,,გეორგიანსი” წერს: ,,სერიოზულ პრობლემებშია რუსი ელჩი ათენში. უამრავი ზარი შესულა რუსეთის საელჩოში აქ მცხოვრები რუსებისგან. ჩივიან, ვისაც რუსული პასპორტი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე გვაქვს ადია დიამონები, ბერძნულ ბანკებზე წვდომა გაგვიყინესო და ფული ვერ გამოგვაქვსო. ანუ აქ უკვე არაა საუბარი ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი. ჩვეულებრივ […]

რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის პრობლემები აქვს – მინისტრი გაუჩინარებულია

რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის პრობლემები აქვს - მინისტრი გაუჩინარებულია

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს გულის პრობლემები აქვს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც, თავის მხრივ, ინფორმაციას შოიგუს გარემოცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, მედია განიხილავდა, რომ შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ 12 დღე გავიდა და უცნობია, სად არის […]

ბლინკენი: ,,რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში”

გადასცემს თუ არა პოლონეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის განხილვას ეფუძნება. ,,რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყების შემდეგ, გააჩაღა ულმობელი ძალადობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, […]

,,პოლონეთში რუსეთის საელჩოდან ამოდის კვამლი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია!”

,,პოლონეთში რუსეთის საელჩოდან ამოდის კვამლი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია!''

,,პოლონეთში რუსეთის საელჩოს შენობიდან ამოდის შავი კვამლი! 100-დან 99 შემთხვევაში ასეთ დროს ანადგურებენ დოკუმენტაციას და ემზადებიან ქვეყნის დასატოვებლად! როგორც უკრაინული მედია წერს, დიპლომატები უკვე მზად არიან, დატოვონ პოლონეთი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია! როგორც ამბობენ,  რუსეთი განსაკუთრებით გააღიზიანა პოლონეთის პოზიციამ ნატო-ს სამშვიდოებთან დაკავშირებით და ნატო-ს ტვირთების ტრანზიტმა”, – წერს ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში. როგორც დღეს გახდა […]

რუსეთში ინსულინის და სხვა წამლების დეფიციტია

რუსეთში ინსულინის და სხვა წამლების დეფიციტია

რუსეთში ექიმები საუბრობენ 80-მდე მედიაკამენტის დეფიციტზე. მათ შორს ინსულინსა და საბავშვო ნუროფენზე. ინფორმაციას პროფესიული საზოგადოება „Врачи.рф“ ავრელებს 14-დან 21 მარტის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომელშიც 3 ათასზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ სანქციების მიუხედავად, ქვეყანაში უცხოური მედიკამენტების მიწოდების პროლემა არ შეიქმნება. რადიო  თავისუფლება

ოკუპანტებმა 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედ

ოკუპანტებმა 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედ

ოკუპანტებმა დონეცკიდან და ლუგანსკიდან 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედ – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. ,,სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო […]

რუსეთში ქაღალდის ისეთი დეფიციტია, ქვითრებსაც კი ვეღარ ბეჭდავენ – რას აცხადებს ევტუხოვი

რუსეთში ქაღალდის ისეთი დეფიციტია, ქვითრებსაც კი ვეღარ ბეჭდავენ - რას აცხადებს ევტუხოვი

რუსეთში ჩვეულებრივი საბეჭდი ქაღალდიც კი (A4 ფორმატის) დეფიციტური გახდა. ქვეყანა, რომელსაც ხე-ტყის უზარმაზარი მარაგები აქვს, ვერ ახერხებს საბეჭდი ქაღალდის წარმოებას იმის გამო, რომ ფინური და ავსტრიული კომპანიები აღარ აწვდიან ფურცლის მათეთრებელ ქიმიურ ნივთიერებებს. გავრცელებული ინფორმაციით, 1 ფურცლის ფასი 50 კაპიკიდან 5 რუბლამდე გაიზარდა და ცოტა ხანში შეიძლება ,,გაზპრომის” აქციებზე უფრო ძვირიც კი გახდეს. ასევე დეფიციტი […]

ოკუპანტებმა ქიმიური საწარმო დაცხრილეს, ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია

ოკუპანტებმა ქიმიური საწარმო დაცხრილეს, ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია

ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაში სუმის ქიმიური საწარმო დაცხრილეს და  ამიაკის ერთი რეზერვუარი დააზიანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სუმის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან საწარმოდან ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია და გრძელდება მუშაობა ამიაკის ღრუბლის დალექვის მიზნით. დაშავებულია საწარმოს ერთი თანამშრომელი.