„ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. -პირველად მქონდა პრაქტიკა, როცა ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს. […]
კატეგორია: მოზაიკა
შობის დღესასწაულზე წასაკითხი ლოცვები
ცოტა ხანში მართლმადიდებელი ქრისტიანები შობის დღესასწაულს აღნიშნავს. წლებია, რაც პატრიარქის კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია ფანჯრებთან დადგმული ანთებული სანთლების. მორწმუნეები შობის დადგომას სანთლებითა და ლოცვით ეგებებიან: ტროპარი: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა […]
ლოცვა, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა წაიკითხოთ
ლოცვა, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა წაიკითხოთ. „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ ერი და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა. რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი […]
რატომ ისურვა წმინდანმა მეფემ გელათის კარიბჭეში დაკრძალვა – ცრუ მითი დავით აღმაშენებლის შესახებ
„მას ჰქონდა რაღაც საოცარი, საშიში და საზარელი უნარი - გულთამხილველობა"
„სარკე“, ნანა კობახიძე ისტორია მრავალ საიდუმლოს ინახავს. მეცნიერები მათ ამოხსნას წლების განმავლობაში ცდილობენ. ქართველებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ქართველ მეფეთა ცხოვრება, წარმოშობა, მათი ფარული თუ გაცხადებული საქმეები და მიზნები. არიან თუ არა ბაგრატიონთა გვარის ქართველი მეფენი ბიბლიური დავითის შთამომავლები, რატომ ისურვა დავით აღმაშენებელმა გელათის ტაძრის კართან დაკრძალვა – აქვს თუ არა ამ ფაქტს ბიბლიური საფუძველი, რა […]
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია – როგორია სასწაულმოქმედი ხატის ისტორია
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია. საოცარია ხატის ისტორია ასეთია: ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილი ავაზაკის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: “გიხაროდენ, სახარულევანო”. ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და […]
რა ლოცვები უნდა წავიკითხოთ ბარბარობას
დღეს, 17 დეკემბერს მართლმდადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. მორწმუნე მრევლმა ამ დღეს ეს ლოცვები უნდა წაიკითხოს. ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა. კონდაკი: სამებასა […]
გოგიჩას მამა, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა – „წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა… როგორ არ დამინდეთ“
ყოფილი ჟურნალისტი, ნათია ბანძელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას მამის, მსახიობ სოსო (იოსებ) გოგიჩაიშვილის გარდაცვალების შესახებ. ,,იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს, იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე. იცით, როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ჰყოფნიდა მისი სიყვარული. იცით, როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა: კეთილზე კეთილი, ტკბილზე ტკბილი, ნიჭიერი, […]
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია“
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას. „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს“, – აცხადებს […]
„ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში, აგინებდნენ“ – რას ყვებიან აქციის დროს დაკავებულები
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები ზაჰეჰის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. როგორც უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, მან 3 დაკავებული მოინახულა, რომელთაგანაც 2 სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. -როცა დააკავეს, ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში ჯერ ერთი ჯგუფი, მერე მეორე ჯგუფი გაუსწორდა ფიზიკურად, აგინებდნენ. როგორ შეჩერდნენ-მეთქი – ვკითხე, ალბათ, […]
მიხეილ სარჯველაძე ალექსი თირქიაზე: „თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას“
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსი თირქიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო მის უცხოეთში გადაყვანას უზრუნველყოფს. -მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას. მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და […]











