საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა, სადაც განაცხადა: -კითხვა ისმის და ისმოდა რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილებაა. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, […]
კატეგორია: მოზაიკა
ზვიად რატიანს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე… – მწერალთა სახლში მწერლები ქეთი დუმბაძის მისვლას ელოდებიან
მწერალთა კავშირში ამ წუთებში მწერლები არიან შეკრებილები და მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ქეთი დუმბაძის იქ მისვლას ელოდებიან. მწერლები აქციებზე ძალადობრივი გზით დაკავებული კოლეგების ფოტოებით არიან მისულები – ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის. მათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარისგან აინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, […]
ირაკლი კობახიძე: „მინდა, შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, “აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“. „მინდა შევაჯამო ჩავარდნილი “ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან […]
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი: „ბავშვებო, დღეს გულგრილობა დანაშაულია“
„ბავშვებო, დღეს გულგრილობა დანაშაულია” – ასე მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაზურაბ ხონელიძემ სტუდენტებს. მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. “მე მინდა მადლობა გითხრათ. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ სახლებში ისხდეთ და იყოთ ჩუმად, ამის უფლება არ გაქვთ, გაიგეთ? ამის უფლება არ აქვს საქართველოში დღეს არც ერთ ქართველს და მე მსიამოვნებს და მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტობა, ჩვენი ახალგაზრდობა […]
ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილს 4 პარასკევი აქვს დარჩენილი, მისი ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“
„სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ რა ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მის ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“ -ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ […]
„ალექსის მშობლები ემიგრანტები არიან, ლუკმაპურის საშოვნელად არიან წასულები“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 ბიჭის მდგომარეობა
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას 3 დეკემბერს, გამთენიისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო […]
ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს, რომლებსაც აქციაზე საპოლიციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ
ჟურნალისტებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანთან სოლიდარობის აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტებ,ა აქციაზე უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. მათ დამიზნებით ასხამდნენ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს პირდაპირ სახეში უშვერდნენ. სპეცრაზმის წევრები მათ გვარებს იძახდნენ და ემუქრებოდნენ.
„სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის თვალებში სინათლის სხივი იდგა“ – ლევან ლოხიშვილი დრონმა იმსხვერპლა
„მე მყავს უმაგრესი მშობლები, ძმა და ბებია. გავიზარდე სახლში, სადაც მუდამ სიყვარული, სიკეთე და პოზიტივი იყო. შვილებს ყოველთვის გვქონდა იმის უფლება, საკუთარი პოზიცია გამოგვეხატა. ვიზრდებოდი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ყველა ეტაპზე ოჯახის მხარდაჭერას ვგრძნობდი. რაც უნდა მომხდარიყო, ჩვენს აზრს პატივს სცემდნენ. ჩემი ძმა უკრაინაშია. მამაჩემი მებრძოლი იყო, ახლა ვეტერანია. ბიძა […]
„ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, არავის დავტოვებ შეუსმენელს“ – 22 ნოემბერს 22 ნოემბერს „მსწრაფლშემსმენელი“ ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება
22 ნოემბერს ეკლესია “მსწრაფლშემსმენელი” ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. მისი ასლი ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება. იქ 15 საათზე ჩატარდება ამ ხატისადმი აღვლენილი პარაკლისი. “ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მ […]
„თამაზას ძმა დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში“ – მაკა ხიზანიშვილი ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ფიტნეს-ინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წერს, რუსეთ-უკრაინის ომში ცნობილი ინფლუენსერის, თამაზ ლოხიშვილის ძმა დაიღუპა. „გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა. მინდა, მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული” – წერს ხიზანიშვილი. თამაზ ლოხაშვილის ძმა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.










