,,ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბევრი ქალი გაიფიქრებს: ,,როგორ მესმის შენი”. ბევრიც ჩუმად ატირდება, იმიტომ, რომ საკუთარ თავს წარმოიდგენს. შეიძლება ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც გამლანძღავენ, მაგრამ არა უშავს, ადამიანებისგან უმადურობას და წიხლებს უკვე მივეჩვიე. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ არჩევანის გაკეთების უფლება არასოდეს მომეცა. ყოველთვის სხვის ნებაზე დავდიოდი. იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მშობლებმა წინააღმდეგობა გამიწიეს, ეკონომისტი […]
კატეგორია: გულახდილი
,,შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდიო, მითხრა ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა და ატირდა”
-შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდი, – მითხრა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და ატირდა. მას გული ვატკინე. თუ რა მოხდა ჩვენ შორის, მოგიყვებით. დავიწყებ იქიდან, რომ არ მესმის, კაცები რატომ არიან გაუმაძღრები, რატომ არასოდეს არაფერი ჰყოფნით, რატომ არასოდეს ხედავენ იმ სიკეთეს, რასაც უკეთებ. რასაკვირველია, ყველა კაცს არ ვგულისხმობ, მაგრამ მე მამაც ასეთი […]
,,დაქალმა წამაქეზა, ოჯახი დამენგრია, თვითონ კი სადისტ ქმარს ვერ ელევა”
,,ვაიმე, როგორ უძლებ შენს ქმარს”, “აუ, შენი დედამთილის გაძლებას დიდი ნერვები უნდა, როგორ შეგიძლია, ეს მოითმინო” – ამ და სხვა სიტყვებს თუკი ვინმესგან მოისმენთ, იქვე კითხვა შეუბრუნეთ, დაინტერესდით, თვითონ რას ითმენს და უძლებს ოჯახში. გამოცდილება როცა არ გაქვს, ყველა მართალი გგონია, მათ გარდა, ვინც გვერდით გყავს – ვგულისხმობ ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლები ფასი სწორედ […]
,,შვილები მაიძულებენ, მოღალატე ქმართან ვიცხოვრო”
ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი ქალი ვარ. მამაჩემი საოცარი პიროვნებაა, ნამდვილი ქართველი. კომუნისტების დროსაც კი ჩოხას სიამაყით ატარებდა. დედაც ასეთი მყავდა. ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, ყველაფერი ქართული უყვარდა და დღემდე ასეა. ამის მოყოლა იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ვიღაცას არ ეგონოს, ჩვენს ტრადიციებს პატივს არ ვცემ და არ ვიცი, ქართველი ქალი როგორ უნდა იქცეოდეს. ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც […]
,,მეგობარმა ეროტიკულ კლიპში მოტყუებით გადამიღო”
11 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული და უკვე 6 წელია, რაც ჩვენებებში ვმონაწილეობ. ბევრს უკვირს, მამაშენი ამას როგორ არ გიშლისო, მაგრამ სწორედ მშობლებმა მიმიყვანეს სააგენტოში და დღემდე ხელს მიწყობენ, რომ წარმატებული ვიყო. მე მსახიობობა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მსურს და კარგად ხვდებიან, მოდელობა ამაში როგორ დამეხმარება. მამა ხელოვანია, კარგად იცის, რასაც ვგრძნობ და გვერდით […]
,,ქუჩაში წამომაძახეს, ძაღლების გაზრდას შვილები გაგეზარდაო”
არ მიყვარს, როცა ადამიანები ერთმანეთს ჭკუას არიგებენ, ამიტომ არ მინდა, ჩემი ეს წერილი ვინმემ დიდაქტიკად აღიქვას, უბრალოდ მსურს, რაღაცებზე ჩემი აზრი გამოვთქვა. მე მოვყვები და იქნებ ვიღა-ვიღაცებმა საკუთარი თავი დაინახონ და მიხვდნენ, როგორ არ უნდა მოიქცნენ. “ფეისბუქის” საკუთარი გვერდი წლების წინ მქონდა, მაგრამ იმიტომ გავაუქმე, რომ ის ღვარძლი და აგრესია არ მომწონდა, რაც იქიდან მოდიოდა. […]
,,ჩემს ცოლს შეიძლება ოჯახი დაენგრეს” – ბიძგი ღალატისკენ
,,სარკე”, ნანა კობახიძე ცხოვრება ნაირგვარი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მათ შორისაა დადებითიც და უარყოფითიც, რომლებიც მეტნაკლებად გარკვეულ გავლენას ახდენენ ჩვენს პიროვნებაზე, ფსიქიკაზე, ცხოვრების წესზე. ადამიანი, რომელთანაც სიყვარული გაკავშირებდა, ამ გამოწვევების გამო შეიძლება შეიცვალოს, გაუცხოვდეს, გაცივდეს, მიუღებლადაც მიგიჩნიოს. მაგრამ გავა დრო და შეიძლება გამოწვევამ პირიქით იმოქმედოს მასზე – შენკენ მოაბრუნოს, ძვირფასად ჩაგთვალოს, დააფასოს შენში ის, რასაც მანამდე […]
20 წლის შემდეგ დაბრუნებული ჭორი – ,,ცოლიანმა კაცმა საყვარლობა შემომთავაზა, რადგან ჰგონია, რომ წარსულში სექსი მქონდა”
,,სარკე”, ნანა კობახიძე რა იწვევს იმას, რომ ზოგს უმართლებს ცხოვრებაში, სიყვარულში, მეგობრობაში, ადამიანურ ურთიერთობებში, ზოგი კი თამაშგარე რჩება, ზოგისთვის ცხოვრება დედაა, ზოგისთვის კი – დედინაცვალი? იქნებ ეს პიროვნული საკითხია – ადამიანი ხვდება ან ვერ ხვდება, რთულ სიტუაციებში როგორ მოიქცეს, როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს, როგორ მიიღოს გადაწყვეტილება, ენდოს თუ არა ირგვლივმყოფებს. იქნებ ალღოს საკითხია, რომელიც უნდა აუღო […]
,,განქორწინების მერე გავიგე, რომ ცოლი მღალატობდა”
კაცისთვის ადვილი არ არის, როცა ოჯახი ენგრევა და წლების შემდეგ გარემოს იცვლის. ეს ადამიანს სულიერად ანადგურებს და ამიტომაც არის, მეორე ქორწინებას მესამე და მეოთხეც რომ მოჰყვება ხოლმე. არავინ თქვას, რომ ეს ტრავმა ფსიქიკას არ ცვლის. როგორი ძლიერიც უნდა იყო, ამის გადატანა იოლი მაინც არ არის. შემიყვარდა და ისე ვიქორწინე. ჩვენ შორის ანგარება და სხვა ქვენა […]
,,ბიცოლამ ჩემი ძმა ამოიჭამა და იმქვეყნად გაისტუმრა”
ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბოროტებას ისე აფრქვევენ, სხვებს ვნებას აყენებენ. იმისიც მჯერა, რომ შეიძლება ვიღაცის თვალი გეცეს. ალბათ ბევრს გქონიათ ისეთი შემთხვევები, როცა კონკრეტულად ერთი ადამიანის დანახვა ცუდად გაქვს დაცდილი და იმ დღეს რაღაც უსიამოვნო ხდება. სწორედ ასეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. მგონია, რომ ბიცოლამ ჩემი ძმა ამოიჭამა და ბოროტი […]










