,,საზღვრის უკანონო კვეთისას დაიღუპნენ, უდაბნოთი გადადიოდნენ და სიცხეს ვერ გაუძლესო…” – გიორგი გიორგობიანი ისრაელში გადასვლას ცდილობდა

,,საზღვრის უკანონო კვეთისას დაიღუპნენ, უდაბნოთი გადადიოდნენ და სიცხეს ვერ გაუძლესო..." - გიორგი გიორგობიანი ისრაელში გადასვლას ცდილობდაქუთაისელი ახალგაზრდა კაცი, 32 წლის გიორგი გიორგობიანი, ისრაელში უკანონო საზღვრის კვეთის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ცოტა ხნის წინ ჯარჯი სუხაშვილი გარდაიცვალა, რომელმაც ძლიერ სიცხეს ვერ გაუძლო ისრაელში გადასვლისას. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ცდილობს ქვეყნის დატოვებას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ამ ტრაგიკულ ამბავს ნინო ჟვანია ეხმაურება ფეისბუქპოსტით და წერს:

,,…საზღვრის უკანონო კვეთის დროს დაიღუპნენ. უდაბნოთი გადადიოდნენ და სიცხეს ვერ გაუძლესო. ნეტა ვინ ურჩია, ვინ დაარიგა, რომ რეალური იყო ამის გაკეთება? ან ამერიკას როგორ ადრიან ისრაელს? როგორ გაიფიქრეს ეგ საერთოდ, მაგრამ მთავარი სხვა რამეა –  90-იანებში ნარკოტიკით და ქუჩური ბანდების დაპირისპირებით ამოწყდა ჩემი თაობის გენოფონდი და ეგ ცოდვა იმ დროინდელი პოლიტიკოს-ჩინოვნიკების შვილებსაც კი მოჰყვებათ ცოდვად. ამ თაობის ახალგაზრდები (და ვხედავ, რომ გაცილებით მეტი) ემიგრაციამ ,,წაგვართვა”. ამის ,,შემოქმედებსაც” ჩვენი დროის სამართალი თუ ვერა, ისტორია მაინც დაარქმევს თავის სახელს. და ნუ დამიწერთ ახლა, კიტოვანს რამე მოეკითხა, თუ მისი შვილია დღეს ნაკლებ გონორზე, რამე უტყდება, ან ჩხარტიშვილის შვილს ერიდება ჩვენი ფულით ბიზნესის კეთებაო? ისტორიის სანაგვაზეა ყველა და ამ ეპოქის პოლიტიკოსებიც იქ აღმოჩნდებიან ბოლოს. და არც ამათ შვილებს დაედგომებათ აქ. ფულის მოპარვაზე ნაკლები არაა, ახალგაზრდებს მომავალს რომ ართმევ”.