,,საზღვარზე გული გაუჩერდა, სიცხეს ვერ გაუძლო, ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა” – ჯარჯი სუხაშვილს წეროვანიდან, დევნილთა დასახლებიდან გაასვენებენ

,,საზღვარზე გული გაუჩერდა, სიცხეს ვერ გაუძლო, ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა" - ჯარჯი სუხაშვილს წეროვანიდან, დევნილთა დასახლებიდან გაასვენებენსოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 30 წლის ჯარჯი სუხაშვილი ისრაელში შეყვარებულის სანახავად და სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ იორდანიის საზღვარზე მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად ახლობლები ძლიერ სიცხეს ასახელებენ, რის გამოც გული გაუჩერდა.

,,თუ შენი სიყვარული დანაშაული იყო, მაშინ მძულს ის სამყარო, სადაც შენ არ მეყოლები, ჩემო სულის ნაწილო. ჩემი გულიდან ვერასდროს წახვალ”, – ასე ემშვიდობება საცოლე საზღვარზე გარდაცვლილ ბიჭს.

,,საზღვარს ფეხით კვეთდა 2 ქართველთან ერთად და გარდაიცვალა, გული გაუჩერდა, სიცხეს ვერ გაუძლო. ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა, იქ საცოლე ელოდებოდა”, – უთხრა ,,მეგა ტვ”-ის გარდაცვლილის ახლობელმა..

,,მიყვარხარ და როგორც მაშინ, ჩემს ბავშვობაში, უსასრულო და ნამდვილი იქნება ეს სიყვარული.

მეყვარები ყოველთვის. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ დროს, უბრალოდ სიტყვებს ვერ ეძებს ადამიანი. არ მოვალ და არ გნახავ გარდაცვლილს, რადგან ჩემს გონებასა და თვალებს მუდამ ცოცხალი ახსოვდე, უბრალოდ, მეცოდინება რომ სადღაც ხარ”, – წერს ჯარჯი სუხაშვილის მეგობარი.

ჯარჯი სუხაშვილი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. ის წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.

,,მეგა ტვ”