მერსი სულხანიშვილი: ,,თმა გადავინერგე, ნიკაპი გავისწორე, ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია”

მერსი სულხანიშვილი: ,,თმა გადავინერგე, ნიკაპი გავისწორე, ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია”,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი, მერსი სულხანიშვილი, რომელიც ,,პრაიმ ჰაუსის” მონაწილე გახდა, ყურადღებას გამომწვევი გარეგნობით, მაგალითად, მოშიშვლებული მკერდით და სკანდალური პოსტებით იქცევს და არა – პირადი ცხოვრებით. მის ანგარიშზე ერთი ხმაურიანი რომანიც არ ირიცხება და წვეულებებზეც ყოველთვის მარტო ჩნდება. გთავაზობთ ინტერვიუს ,,სარკის” არივიდან.

– რატომ დაგჭირდათ თმის გადანერგვა?

– მთელ თბილისს ჰგონია, რომ გავმელოტდი. ეს იყო თინეიჯერული შეცდომის შედეგი, როდესაც ლაზერით შუბლი ძალიან გავიდიდე. ახლა კი არ მომეწონა და გადავწყვიტე, დამეპატარავებინა. ამისთვის დამჭირდა თმის გადანერგვა.

– სახის ოვალშიც შეიტანეთ კორექტირება. სოციალური ქსელით აღნიშნეთ კიდეც, რომ ბავშვობის მთავარი კომპლექსი – ჩაჩხვლეტილი ნიკაპი მოიშორეთ.

– ჩაჩხვლეტილი ნიკაპი არ მომწონდა, მაგრამ ეს არ იყო კომპლექსი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. უბრალოდ მოდის ტენდენციას ავყევი და ფილერების საშუალებით მეც გავიკეთე ცოტა გამოწეული ნიკაპი. დიდი შუბლის გამო ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და სარკეში როცა ვიხედებოდი, არც მე მომწონდა.

საერთოდ, მიყვარს კოსმეტიკური პროცედურები და არასდროს არაფერს ვმალავ, პირიქით, სოციალური ქსელის საშუალებით ყველა პროცედურაზე დეტალურად ვწერ. რაც კი სიახლე შემოდის საქართველოში, პირველი, მგონი, მე ვიკეთებ.

– ყველაზე მეტად რას ებრძვით საკუთარ გარეგნობაში?

– დიდი ხანია წარბებს ვებრძვი და, მგონი, მივაღწიე შედეგს. ძალიან მინდოდა, მაღალი, მსხვილი ჰოლივუდური წარბები მქონოდა. დიდი ენერგია ჩავდე ამ პრობლემის მოგვარებაში და შეძლებისდაგვარად გამომივიდა.

_თავის მოვლის შინაურ რეცეპტებს თუ მიმართავთ?

– სახლის პირობებში სახის კანს ნაკლებად ვუვლი, ძირითადად ბრენდირებულ საცხებს ვხმარობ. აი, ტანის კანისთვის კი ეფექტური სკრაბი ვიცი: საჭიროა 3 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა, 1 სუფრის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს კარგი საშუალებაა, სახლის პირობებში სხეული გაიმკვრივო და ცელულიტიც დაამარცხო.

– თქვენი პოპულარობა თავიდან სკანდალურად დაიწყო, ყურადღება მოშიშვლებული მკერდით მიიქციეთ. საინტერესოა, თქვენი მკერდი თუ არის ნატურალური?

– ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია. ბევრს ჰგონია, რომ რაღაც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ასე რომ იყოს, ვიტყოდი. როგორც მკერდის, ასევე სხეულის სხვა ნაწილებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული თეთრეული. ეს აუცილებელია, მკერდმა და დუნდულებმა ფორმები რომ არ დაკარგოს. სულ ეს არის იმისთვის, რომ დიდხანს არ დაგჭირდეთ პლასტიკური ოპერაცია.

– ძალიან თამამ და სკანდალურ სახედ ითვლებით შოუბიზნესში, მაგრამ არასდროს აღმოჩენილხართ სასიყვარულო ისტორიის ეპიცენტრში, არსად გამოჩენილხართ მამაკაცთან ერთად. რატომ მალავთ, ვინ არის თქვენ გვერდით?

– ერთი რამ ვიცი, რომ არასდროს არაფერი ხმაურდება, ეს თუ ჩვენ არ გვინდა. თვითონ არასდროს მქონია სურვილი, რაიმე ურთიერთობა გამესაჯაროვებინა. ალბათ იმიტომ, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მქონია ურთიერთობა, რომელიც ფლირტის ზღვარს გასცდებოდა.

,,სარკე”, 2019 წელი