კარგი ამბავი: 90 წლის ბაბუ იპოვეს, მას რამდენიმე საათი ეძებდნენ

კარგი ამბავი: 90 წლის ბაბუ იპოვეს, მას რამდენიმე საათი ეძებდნენდღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ 90 წლის ბაბუს, რომელსაც, შვილიშვილის თქმით, მეხსიერების პრობლემები აქვს.

,,ვეძებთ ბაბუაჩემს, 90 წლისაა. სახლიდან გავიდა დილის 10-დან 11-საათამდე პერიოდში. ახლო-მახლო არსად არ ჩანს. პოლიცია არ გვეხმარება და თქვენი იმედი გვაქვს, აქვს მეხსიერებასთან პრობლემები, ამიტომ გთხოვთ,  მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ, გლდანი მე-6 მიკროს მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდა. თან არ აქვს არანაირი საბუთები. უმორჩილესად გთხოვთ, თუკი ვინმე ნახავთ, გააჩერეთ და ამ ნომერზე დარეკეთ”, – წერდა შვილიშვილი.

90 წლის ბაბუ რამდენიმე საათში იპოვეს. ,,ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, უკვე ვიპოვეთ ჩემი ბაბუ, ყველას მთელი გულით გიხდით მადლობას”, – დაწერა ელენამ, 90 წლის მამაკაცის შვილიშვილმა.