ირმა ინაშვილს ძმა გარდაეცვალა – ,,აღარც ვიცი, რა დავწერო…”

ირმა ინაშვილს ძმა გარდაეცვალა - ,,აღარც ვიცი, რა დავწერო..."ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს ავრცელებს – კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა.

ის პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა იყო.

,,აღარც ვიცი, რა დავწერო. კოტე ინაშვილი – მადლობა დაუვიწყარი მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, გულშემატკივრობისთვის… მადლობა”.

ირმას და კოტეს საუკეთესო დაძმობა ჰქონდათ.
,,ირმა, ჩემო დაიკო და ხალხის იმედო, გილოცავ დაბადების დღეს! უფალი გფარავდეს ყოველთვის შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი და მაჩუქა და ამ დიდ საჩუქარს დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის! ხოლო წმინდა გიორგი იყოს შენი მფარველი და ზეციური თანამებრძოლი, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში!
ბოროტი ბოლოს ყოველთვის საშინელი ტანჯვებით მარცხდება და კვდება კეთილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრ სიხარულს გისურვებ და შენი გახარება ბევრმა შენმა ახლობელმა იცის. შენ გიხარია, როცა ხალხს უხარია, როცა ქართულ ოჯახში არ სუფევს შიმშილი და გაჭირვება, შენ გიხარია აღდგომის ბრწყვნვალე დღესასწაული, ზეიმი მორწმუნეთა მრევლისა, შენ სულ უნდა გიხაროდეს, რადგანაც ჩვენი სამშობლოსა და მისი მოსახლეობის სიხარულია.
ამას ბევრი ადამიანის თვალებში ვხედავ, ბევრი ადამიანის თბილ და იმედისმომტან საუბარში ვხედავ. მადლობელი ვარ, უფალო, ყველაზე მდიდარი მაშინ ხარ, როცა ხალხს უყვარხარ და გეფერებიან. მადლობა დედას, მამას და ყველა წესიერ მართალს!” – ასე მიულოცა კოტე ინაშვილმა წელს, 6 ივლისს, თავის დას დაბადების დღე.