,,დაიღუპა, დიდუბის მიწისქვეშა გადასასვლელიდან გაასვენეს”

,,დაიღუპა, დიდუბის მიწისქვეშა გადასასვლელიდან გაასვენეს''დიდუბის მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელში ერთხელ მაინც ნახავდით მამაკაცს, რომელიც ღამეებს იქ ათენებდა ძაღლებთან ერთად. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მამაკაცი გარდაიცვალა.

,,ვეძებდი ამ კაცს, თანხა მინდოდა, მიმეცა. დღეს მითხრეს, დაიღუპაო. დიდუბის მიწისქვეშა გადასასვლელიდან გაასვენეს. ხანდახან არ მესმის უფლის, ასე რატომ იმეტებს კეთილ ადამიანებს და მხოლოდ ბოროტებს რატომ უმართავს ხელს. ძალიან დამწყდა გული. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერაფერით დავეხმარე”, – წერს ფეისბუქში ვატო.