,,ნიურნბერგის პროცესის შემდეგ იკრძალება ნებისმიერი მკურნალობა ადამიანის თანხმობის გარეშე!” – რას პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილი ლადო კახიძეს

,,ნიურნბერგის პროცესის შემდეგ იკრძალება ნებისმიერი მკურნალობა ადამიანის თანხმობის გარეშე!'' - რას პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილი ლადო კახიძესსაფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი თავისი კოლეგის, ლადო კახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
,,ფსკერი არ არსებობს. ყოველ ახალ დღეს ახალი მაგალითი მოაქვს. ჰიტლერის ზეობის ეპოქაში გერმანელ ექიმთა 45% მისი პარტიის წევრი იყო. მენგელეს და სხვა ბევრ გერმანელ ექიმს სჯეროდა, რომ გერმანიის მომავალს ემსახურებოდა. ,,მეცნიერულად” ასაბუთებდნენ, რატომ იყო საჭირო ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების, ებრაელების, ბოშების, უბრალო გერმანელი პატიმრების და სხვათა ფიზიკური განადგურება, მანამდე კი მათზე არაადამიანური ექსპერიმენტების ჩატარება და წამება…
ნიურნბერგის ცნობილი პროცესის ნაწილი სწორედ ამ ექიმების გასამართლებას დაეთმო. და ამ პროცესის შედეგად მიღებულ დეკლარაციაში მთავარ პუნქტად იქნა აღნიშნული, რომ იკრძალება ნებისმიერი ადამიანის მკურნალობა ან მასზე ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისა თუ კვლევის ჩატარება მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე. დღეს ეს მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია. მისი დარღვევა კი კანონით ისჯება.
პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ვიდეო ჩანაწერი ამ პრინციპის აშკარა და უხეშ დარღვევის მტკიცებულებას წარმოადგენს.
ბოლო დღეების მოვლენები სტალინ-ჰიტლერის რეჟიმების აჩრდილებს აცოცხლებს… მენგელესაც ჰყოლია ღირსეული მემკვიდრეები”.