ლადო კახიძე: ,,მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცით?”

ლადო კახიძე: ,,მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცით?''საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ,,ოცნებიდან”, ლადო კახიძე გუშინ გავრცელებულ კადრებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანაა ასახული გლდანის ციხეში, ასე ეხმაურება გადაცემაში ,,დროული კითხვები”.

ლადო კახიძე: გინდა, ჩემი ახლგაზრდობის პერიოდი გაგახსენოთ უცებ! მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცით? ზოგჯერ ზურგზე მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით, მთავარი იყო, ის პაციენტი საჭირო ადგილას მიგვეყვანა. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე უფრო ასე ვიტყოდი, ის პრეზიდენტი მაშინ არის ღირსეული, როდესაც თავისი ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან არაფრით განსხვავდება და არ იკადრებს მოქალაქეზე ზევით დადგომას, ან ზემოდან ყურებას.

ჯორჯიან თაიმსი