მომღერალი აჩი ფურცელაძე, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ჟურნალ ,,სარკესთან” ქართველ ქალებზე საუბრობდა:
-ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ქართველი ქალები გაბლატავებულები არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. საკონტროლო პაკეტს მაინც კაცი უნდა ფლობდეს, 51% – კაცი, 49% – ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს. კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის და სიხარულის, ვიდრე კაცი…
მშობლებმა, განსაკუთრებით კი დედებმა, თავიანთ შვილებს, პატარა გოგონებს უნდა აუხსნან, რა და როგორ უნდა იყოს ოჯახში, ურთიერთობაში, სად გაიბუტონ და სად – არა…
ეს ახალ თაობას ეხება, თორემ ქართველი ცოლი მყავდა ერთიც, მეორეც, მესამეც. ყველა ქართველი იყო და ყველა კარგი იყო ამ ამბავში.
ელენეს რაც შეეხება, ის უმცროსი თაობის წარმომადგენელი არაა, ამას გარდა, მას აბსოლუტურად კარგი გამოცდილება აქვს, რადგან ოჯახი ჰყავდა და ზუსტად იცის ყველაფრის ფასი. შესაბამისად, ნურავის შეეშლება და ნუ ეგონება, რომ ვიღაცას ვადარებ… რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვნახე, იმის შესახებ გამოვთქვი ჩემი აზრი.
მინდა, რომ ქართველმა ქალმა იცოდეს თავისი ფასი და, როცა ქართველმა ქალმა იცის თავისი ფასი, დამიჯერეთ, მსოფლიოში ვერც ერთი ქალი აჯობებს სტატუსით და მოწოდებით. ქართველზე “დასტოინი” ქალი არ არსებობს.