ავთო გვასალია პირდაპირ ეთერში ატირდა

ავთო გვასალია პირდაპირ ეთერში ატირდა„კურიერის“ წამყვანი, ავთო გვასალია ბათუმის ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გადაცემისას ატირდა.

„ძალიან მძიმე ორი დღე გვქონდა ყველას, ,,კურიერის” თითოეულ თანამშრომელს. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ან პოლიტიკურ ამბავს ან სხვა პოლიტიკურ მოვლენებს. ეს იყო სულ სხვა ამბავი, როდესაც მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ჩვენც არ ვიცოდით, რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი.

რთული ყოფილა, როდესაც ამ ამბის თანამონაწილე ხარ, იმიტომ, რომ შენ თვალწინ ვითარდება ეს მოვლენები. რთულია, როდესაც უყურებ განწირულ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ან შვილი ან მეუღლე“, – თქვა ავთო გვასალიამ.