,,ასე წავიდა დედიკოსთან ერთად” – ნანგრევებში დაღუპული 12 წლის დათას წინასწარმეტყველური ნახატი

,,ასე წავიდა დედიკოსთან ერთად" - ნანგრევებში დაღუპული 12 წლის დათას წინასწარმეტყველური ნახატიბათუმში ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში უნიჭიერესი დათა შომახია თავის დედიკოსთან, მაია შომახიასთან ერთად დაიღუპა. დათა 12 წლის იყო და იმ საბედისწერო დღეს ონლაინ გაკვეთილი ჰქონდა. ის შესანიშნავად ხატავდა. ერთ-ერთი მისი ბოლო ნახატი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. დედა და შვილი ხელჩაკიდებულები მიდიან. ,,ასე წა­ვი­და დე­დი­კოს­თან ერ­თად” – წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლში.

,,დღეს უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­ფე­ნა გვაქვს. გვინ­და, გა­გაც­ნოთ 12 წლის ბა­თუ­მე­ლი დათა შო­მა­ხია. ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ით. ბიჭი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ტკი­ვი­ლი გახ­და. იგი ერთ-ერ­თია, ვინც 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. დე­დას­თან ერ­თად სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და ეს­წრე­ბო­და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ამ ავ­ბე­დით დღეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი აკა­დე­მია უსამ­ძიმ­რებს და­თას ოჯახს, მე­გობ­რებს, კლა­სე­ლებს. სი­ტყვე­ბით ვერ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის მწუ­ხა­რე­ბა, რა­საც მომ­ხდა­რის გამო გა­ნიც­დის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კვი­რა­ში და­გეგ­მი­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი არ გვექ­ნე­ბა”, – წერია აკადემიის განცხადებაში.