,,ნუცა მომიკვდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა” – ნუცა მაღლაკელიძე თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

,,ნუცა მომიკვდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა" - ნუცა მაღლაკელიძე თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალანუცა მაღლაკელიძე, რომლისთვისაც უამრავი ადამიანი ლოცულობდა, გარდაიცვალა. ის 31 წლის იყო. ნუცას სიმ­სივ­ნე ფილ­ტვთან და გულ­თან ჰქონდა. იანვრის დასაწყისში სიმ­სივ­ნე მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში იყო.

,,ნუცა მომიკვდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა. მე ვიყავი მაგის არანორმალური, ის კიდევ _ ჩემი ნორმალური, ან პირიქით. მნიშვნელობა არ აქვს”, – დაწერა სოციალურ ქსელში სოფო ფირანიშვილმა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ახლა კი ყველას ამხნევებს და გვერდით უდგას, ვინც ამ სენს ებრძვის.

სოფო ორი დღის წინ წერდა: ,,ჩემს უტკბილეს მეგობარს, ნუცას, ხვალ უკეთდება ურთულესი ოპერაცია, ძვლის ტვინის გადანერგვა. დღეს და ხვალ განსაკუთრებით, გთხოვთ ვილოვოთ ნუცასთვის (ნათლობის სახელი ნინო). მჯერა, ამდენი ადამიანის ლოცვა მოგვაგებინებს ამ ომს!”.

ნუცას ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ის თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.