ნიკა გვარამია: ,,ნუ დაიზაფრებით, არაფერი არ არის სირცხვილი, ნუ მოკვდებით ნერვიულობით”

ნიკა გვარამია: ,,ნუ დაიზაფრებით, არაფერი არ არის სირცხვილი, ნუ მოკვდებით ნერვიულობით'',,მთავარის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ ,,პირველთან” ისაუბრა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ:

-მე ეს გავლილი მაქვს და მინდა, გავუზიარო: ერთადერთი გამოსავალი არის საჯაროობა და შიშზე უარის თქმა. არაფერი არ არის სირცხვილი, თქვენი პირადი ცხოვრება არის თქვენი პირადი ცხოვრება. ნუ შეგშინდებათ, ნუ დაიზაფრებით, ნუ მოკვდებით ნერვიულობით. ყველაფერი არის წესრიგში, ყველაფერი ნორმალურია თქვენს ნაწილში. ავადმყოფებმა, ვინც გიღებენ, გითვალთვალებენ და მერე ივანიშვილს აყურებინებენ, მთავარ ავადმყოფოს ამ ქვეყნის, იმათმა იკითხონ. როგორც ამ წერილის დამტოვებელმა თქვა, ჯოჯოხეთში მოხვდებით ჩემთან ერთადო. მან ეს შეუთვალა ყველას, ბიძინას ჩათვლით. დიახ, ეკლესიის განზომილებით მოხვდებიან ჯოჯოხეთში და სახელმწიფოებრივი განზომილებით – ციხეში…

ეკლესიას ჩვენ რაშიც ვამხელთ, ეს არის ლეგიტიმური მხილება, მაგალითად, წმინდა ნინოს პანსიონში რაც ხდებოდა, პედოფილიის შემთხვევებზე, მაგრამ ვინ ვისთან წევს, ვინ რომელ პოლიტიკოსთან დადის, ამაში რა საჯარო ინტერესი მხილებაა? არანაირი!