,,არაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” – ცნობილი ლექსის საიდუმლოს ამოხსნის ამბავი

,,არაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ცნობილი ლექსის საიდუმლოს ამოხსნის ამბავი,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია” – ცნობილი ხალხური ლექსის ამ სტროფის საიდუმლო, რომლის შინაარსიც ყველასთვის გაუგებარი იყო (აბა, ჯერ როგორი წარმოსადგენი და მერე ასახსნელია უზარმაზარ მდინარეში ჩაკიდებული ბებერი, რომელსაც პურის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის, მაგრამ უარს ეუბნება?!), მრავალი წლის და შესაძლოა საუკუნეების მერეც მწერალმა და პროფესორმა თამარ ბუკიამ ამოხსნა – სიტყვა ,,ალაზანის” ნაცვლად უნდა იყოს ,,არაზანი”.

თამარ ბუკია:სიღნაღის რაიონის რომელიღაც სოფელში ვიყავით, ვაქირში ნ საქობოში.ის ოჯახი პურის ცხობით ირჩენდა თავს.რომ გამოვედით, დავინახეთ თონე. ერთი ,,მარშრუტკა” ხალხი ვიყავით და ყველამ მოვინდომეთ იმ გემრიელი პურის ყიდვა, ყველას არ შეგვხვდა.

მაშინ მოხუცმა ქალმა თქვა, აქ არაზანი უნდა ჩავდგათ, თორემ ვერ ავუდივართო. ვკითხე, არაზანი რა არის-მეთქი. შემომხედა და კახური დიალექტით მითხრა: ,,იი, პროფესორი ქალი ხარ და ეს არ უნდა იცოდე?! არაზანი დიდი თონეა”.ეს არის უზარმაზარი თონე, რომელშიც მართლა უნდა ჩაეკიდო ადამიანი.

გამინათდა ტვინი,დალაგდა მთელი ლექსი.ქიზიყში იციან ეს სიტყვა, თორემ თელავში, გურჯაანის იქით, უკვე აღარ. ქიზიყიდან გურჯაანამდე მცხოვრები მოხუცები მეუბნებოდნენ, რომ დიდ თონეს ჰქვია ასე…ერთ ჩაკვრაზე 90 პური ჩადის…

არაზანი წვიმის სიმბოლოდაც მხოლოდ კახეთშია მოხსენიებული.წვიმას 93 სინონიმი ჰქონია.არაზანი მხოლოდ კახელებმა იციან და დიდს, მნიშვნელოვანს ნიშნავს. ანუ იმდენად ხშირი წვიმა მოდის არაზანს ავსებს.ამ სიტყვას მხოლოდ კახეთში ამბობენ, არაზანი მოდის, ისეთი წვიმააო. ლექსიც დაამახინჯეს, რადგან ეს სიტყვა არ გაეგონათ.