,,შენს გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე” – სქემ-მონაზონი მართა კოვიდით გარდაიცვალა

,,შენს გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე" - სქემ-მონაზონი მართა კოვიდით გარდაიცვალარუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის სქემ-მო­ნა­ზო­ნი, დედა მართა (გვარამია) კორონავირუსით გარდაიცვალა.

,,შენს გულთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა, დე…”, – წერს სოციალურ ქსელში დედა მართას ხორციელი შვილი, მამა ელია.

დედა მართასთვის მთელი მისი მრევლი ლოცულობდა. ,,იბრძოლე, დე, დედა ღვთისმშობელი არ გაგვწირავს…”, – წერდა მამა ელია, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ივლისში მამაც გარდაეცვალა.

მამა ელიას უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

,,დედა მარ­თა დავ­კარ­გეთ. მა­პა­ტიე, რომ ვერ შევ­ძე­ლი შენი შვე­ლა. მამა ელია, თა­ნა­გიგ­რძნობ”, – წერს მომღერალი ანრი ჯოხაძე.

,,მამა ელია, არ ვიცი, რა გითხრა, დედა ღვთისამ განუგეშოს!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

,,როგორი თბილი იყავით… მამაო, ვერანაირი სიტყვა ვერ გამოვნახე თქვენს სანუგეშებლად. გამაგრდით, უფალმა შეგაძლებინოთ ამ ტკივილის გადატანა”, – წერს ლევან თოდუა.