,,ქალბატონო თეა, გაიყვანეთ ეს „ბორდელი“ აქედან” – მწერლების წერილი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია

,,ქალბატონო თეა, გაიყვანეთ ეს „ბორდელი“ აქედან'' - მწერლების წერილი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვიადიდი აღშფოთება გამოიწვია წერილმა, რომელიც მწერლების სახელით ვრცელდება. მწერლები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ.

,,ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? _ სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები… ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“.
ახლა ამ ეშმაკებს გამოუცხადებიათ: სატანისტური ტელევიზიებიდან („კავკასია“, ტვ 1): ამ სახლიდან ბოლშევიკი, კომუნისტი მწერლები განვდევნოთო.
ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა?..

ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი…
სააკაშვილის შეგირდებმა მოახერხეს ქართული კულტურისა და მწერლობის „ოკუპაცია“. სადაც შეხვალ _ კულტურის სამინისტროში, გამომცემლობებში, სტამბებსა თუ ტელევიზიებში, ყველგან ესენი გხვდებიან…
ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი… და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია!..

მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“ თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ!

ქალბატონო თეა, გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!.. მიეცით მწერალთა აკადემიას გრანტი უკიდურესად გაჭირვებული მწერლებისთვის; მიეცით საკონკურსო დაფინანსება.

რატომ ისვამთ თავზე იმ უწიგნურ ქალბატონს? დანიშნეთ სხვა დირექტორი, მოახდინეთ „მწერალთა სახლის“ სრული რეორგანიზაცია.,,ოცნების“ შეცდომა თქვენ უნდა გამოასწოროთ… კატეგორიულად მწერმოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)!

მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით:
კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.”.

,,ახლა ჩემი თვალით წავიკითხე ზუსტად 1937 წლის წერილი, ოღონდ 2021 წელს დაწერილი – იმავე პათოსით, სიძულვილით, ზიზღით, პათეტიკით, ლექსიკით, სტილით… და მას ელიტური (არ მოგესმათ, ასე უწოდებენ თავს) ,,მწერლები” აწერენ ხელს. ვისაც მოგწონთ და ვინც ამას აღტაცებით ემხრობით, გთხოვთ, თქვენ თქვენი გზით, მე – ჩემი გზით”, – დაწერა მწერალმა ლელა ცუცქირიძემ.