ნანა ცინცაძე: ,,მტკვარში ვხტებოდი, სიძემ გადამარჩინა”

ნანა ცინცაძე: ,,მტკვარში ვხტებოდი, სიძემ გადამარჩინა",,სარკე”, ნანა კობახიძე

მკითხველს უყვარს ნანა ცინცაძის თავისუფალი, ცეცხლოვანი, ღრმა პოეზია, ლექსების შარმით წაკითხვა. პროფესიით ექიმი-თერაპევტია.მან ,,სარკეს” ცხოვრების შუქ-ჩრდილებზე უამბო:

– ჩემს ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვუყვარდი. დედისერთა იყო, ამიტომ ოჯახი მისგან ბევრ შვილს ითხოვდა. ოპერაციის შემდეგ არ შემეძლო სხვა შვილი გამეჩინა.დედამისი ხელს უწყობდა,სხვა ქალებთან ჰქონოდა ურთიერთობა.4 წლის შემდეგ ოჯახი დაგვენგრა.

–მარტოხელა დედისთვის შვილის გაზრდა მატერიალურზე მეტად ფსიქოლოგიურადაც რთულია…

–მშობლებმა გამაზრდევინეს. მამაჩემმა თქვა, არ გამაგონოთ ალიმენტი, თეა ჩემი მეოთხე შვილიაო… თეა 16 წლის ასაკში გათხოვდა. ეს საშინელება იყო ჩემთვის, მტკვარში ვხტებოდი და ჩემმა სიძემ – დის ქმარმა დამიჭირა.

–ნუთუ არ შეგეძლოთ ოჯახის ხელმეორედ შექმნა?

–მე სხვა შვილს ვეღარ გავაჩენდი,ამიტომ არ მივეცი ჩემს თავს უფლება, ხელმეორედ შემექმნა ოჯახი.

ერთხელ ჯგუფელს შევხვდი. საუბარი ჩამოვარდა ბიჭზე – ძალიან უყვარდიო. ,,შარშან შევხვდი, მითხრა, ოღონდ ის ყოფილიყო ჩემ გვერდით და, დაე, სხვა ნურავინ მეყოლებოდაო”, – მითხრა ჯგუფელმა.

მირჩევნია, დარჩეს ის სიყვარული ოცნებად, ვიყო შორეული და სასურველი, ვიდრე გადავქცეულიყავით ორ ბუზღუნა მოხუცად.

–პირადი ცხოვრების მიმართ კმარისობის განცდა არ გრჩებათ?

–ჩემთვის უცხოა, რომ ამბობენ, დავბერდი, აღარაფერი იქნებაო.ყოველთვის უნდა ვიყო სასურველი და საინტერესო.

რამდენიმე წლის წინ ჩემსა და ერთ მამაკაცს შორის გაჩნდა საოცარი გრძნობა. კიდევ კარგი, ასაკი დროულად ვკითხე. 20 წლით უმცროსი აღმოჩნდა. არ ვიჯერებდი, უფროსი კაცის შეხედულება აქვს… იქ დამთავრდა ყველაფერი.

შვილისტოლა ბიჭთან ურთიერთობას ვერ ვიკადრებ. მეგობრებად დავრჩით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”