,,გამყრელიძეს ჩაბარებული აქვს გამოცდები?! კომპეტენტურია?! ცოტა სხვა ტონით გველაპარაკოს!” – ექიმი ამირან გამყრელიძეს უპირისპირდება

,,გამყრელიძეს ჩაბარებული აქვს გამოცდები?! კომპეტენტურია?! ცოტა სხვა ტონით გველაპარაკოს!" - ექიმი ამირან გამყრელიძეს უპირისპირდებაექიმი მანანა გეგეშიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუპირისპირდა.

,,ჟიჟილაშვილის გამყრელიძესთან ინტერვიუს ნაწყვეტს მოვუსმინე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს დამატებით ვკითხავდი:

1) რატომ ვერ მოაგვარა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბავშვების და დანარჩენი მოსახლეობის ტყვიით მასიურად დასნებოვნების პრობლემა;

2) თვლის თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსობა და ,,ევექსის” მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს;

3) როდის ჩააბარა ბოლოს სასერტიფიკაციო თუ საკვალიფიკაციო გამოცდა მედიცინის რომელიმე დარგში. როგორ დაადასტურებს, რომ თანამედროვე მედიცინა სათანადოდ იცის და კომპეტენტურია? კონფერენციებზე დასწრება არ იგულისხმება. აი, ვთქვათ აშშ-ში რომ აბარებენ ექიმები სპეციალობაში სერიოზულ გამოცდას 10 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად, ისეთზე ვლაპარაკობ.

ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხები თუ არა აქვს, ცოტა სხვანაირი ტონით გველაპარაკოს ბატონი ამირანი მოქალაქეებს – ხელფასს ჩვენ ვუხდით”, – წერს ექიმი.