,,აცრით არ გარდაცვლილა, სრული დეზინფორმაციაა!” – რა ინფორმაცია ვრცელდება კლინიკა ,,არქიმედეს” გარდაცვლილ მედდაზე

,,აცრით არ გარდაცვლილა, სრული დეზინფორმაციაა!" - რა ინფორმაცია ვრცელდება კლინიკა ,,არქიმედეს" გარდაცვლილ მედდაზეანტივაქსერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ,,არქიმედეს” კლინიკის მედდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა, რასაც კლინიკა სრულ დეზინფორმაციას უწოდებს.
,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღის მთავარი მედდა, ქალბატონი ნანა ქაჩლიშვილი – თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი, საუკეთესო კოლეგა და კარგი ადამიანი.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ამ უდიდესი დანაკლისის გამო”, _ წერია ,,არქიმედეს” კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
მათი განცხადების ქვეშ კომენტარებში წერენ, რომ კლინიკა სიმართლეს მალავს.
,,სარკენიუსი” დაუკავშირდა კლინიკას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
_ ქალბატონი ნანა არ გარდაცვლილა ვაქცინაციის შედეგად, ეს შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ. მისი გარდაცვალების მიზეზის თქმის უფლება არ გვაქვს, პერსონალური ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის გამო. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქალბატონი ნანა არ გარდაცვლილა კოვიდ ვაქცინით. გავრცელებული ინფორმაცია მისი აცრით გარდაცვალების შესახებ არის სრული დეზინფორმაცია, _ უპასუხა ,,სარკენიუსს” ,,არქიმედეს” კლინიკამ.