,,სინოვაკით” აცრილს სექტემბერში დაცვა თითქმის განულებული ექნება” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

,,სინოვაკით" აცრილს სექტემბერში დაცვა თითქმის განულებული ექნება'' - რას წერს გიორგი ფხაკაძეგაერო-ს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კვლევაზედაყრდნობით წერს, „სინოვაკით” გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება, „სინოვაკით” სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში, ხოლო ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს. ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და ,,სინოვაკი” შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.

დასკვნა: ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძალიაან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან ,,სინოვაკით” აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (,,ფაიზერი”), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში ,,სინოვაკით” აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.

აუცილებელია, ,,ფაიზერის” მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს ,,სინოვაკით” სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.