,,დაიგლიჯა გული” – ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე გარდაიცვალა
,,ვერ მიხვდა, დილიდან მთელი თბილისი რატომ დაადგა სახლში, ჰოდა, მაშინაც დედამ მოგიწყო ეს ამბავი''

,,დაიგლიჯა გული" - ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე გარდაიცვალადღეს ქართული ხელბურთის ლეგენდა, იმედო ფხაკაძე დაგვემშვიდობა. ის თავის თაობაში ძალიან პოპულარული გახლდათ არა მარტო თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ გამორჩეული გარეგნობითა და ჩაცმის სტილით.

2 წლის წინ მეგობარი ფეისბუქში ასე ულოცავდა დაბადების დღეს:

,,დღეს იმედოს დაბადების დღეა, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე სიმპათიურის მსოფლიოში. პოლ ნიუმანი ისვენებდა მაშინაც და ახლა, მით უმეტეს. ერთხელ ,,ალიონის” პირდაპირ ეთერში გამოვაცხადე _ დღეს ცნობილი ქართველი ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის დაბადების დღეა-მეთქი. ნახალოვკაში შუქი არ იყო, თვითონ ვერ ნახა და ვერ მიხვდა, დილიდან მთელი თბილისი რატომ დაადგა სახლში. ჰოდა, მაშინაც დედამ მოგიწყო ეს ამბავი და ახლაც მანანა სულაძის ოინია. არ მავიწყდება ჩემი პირველი სუნამო “Ma Griffe”, მაგ დღიდან დაიწყო თავდავიწყება”, _ წერდა ნათია ფოფხაძე.

,,ეს კარგი და ნათელი კაცი გარდაიცვალა! ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე. მადლიერი ვარ, რომ მიმეგობრა ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როცა ნახალოვკაში მძიმე 2012 წლის აგვისტო-სექტემბერი იდგა. მას შემდეგაც, წლები გადიოდა და ის არ იღლებოდა ჩემი გამხნევებით. მადლობა ამ ურთიერთობისათვის! ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, ბატონო იმედო”, – დაწერა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

,,დაიგლიჯა გული” – წერენ სოციალურ ქსელში.