,,ლოგინში იყო წამოკოტრიალებული და ბავშვი მასაჟებს უკეთებდა…” – ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელები ალაპარაკდნენ

,,ლოგინში იყო წამოკოტრიალებული და ბავშვი მასაჟებს უკეთებდა...'' - ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელები ალაპარაკდნენ,,ვახშმამდე მუხლებზე დაჩოქილი ვიდექი… მთელი საღამო დამაყენეს მუხლებზე… ორმა მასწავლებელმა გვითხრა, თუ გადაგვეხდება საბანი, დაგვაფარეთო, ჩვენ მუხლებზე ვიდექით… ტელევიზორთან რომ ვისხედით, ფეხებს დაგვადებდნენ და მასაჟები გაგვიკეთეთო, გვეუბნებოდნენ… ლოგინის თავზე დამარტყმევინეს თავი… თვალი მქონდა დალურჯებული და ,,პუდრი” წამისვეს, რომ დაეფარათ… ლოგინში იყო წამოკოტრიალებული და ბავშვი მასაჟებს უკეთებდა…” _ ეს არის შოკისმომგვრელი სიტყვები, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელები ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტთან ამბობენ.

დღეს სავარაუდო ძალადობის შესახებ ბენეფიციარები ,,იმედთან” ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ.