ადიგენში ძროხების სილამაზის კონკურსი ჩატარდა

ადიგენში ძროხების სილამაზის კონკურსი ჩატარდაადიგენის სოფელ დერცელში საზაფხულო საძოვრებზე  წასვლის წინ ძროხებს სხვადასხვა სახის საღებავით და სამკაულებით რთავენ, რაც მთაში წასვლის სიხარულთან, გაზაფხულის მოსვლასა და პირუტყვის ავი თვალისგან დაცვასთან ასოცირდება.

მთაში წასვლამდე ოჯახები მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ძროხების შეღებვა და სადღესასწაულო მორთულობებით გალამაზებაა.

წელსაც გამგზავრებამდე პირუტყვი სხვადასხვა ფერის საღებავით, გვირგვინებით შეამკეს. დურცელებმა ძროხების სილამაზის კონკურსიც მოაწყмეს, ჟიური  პირუტყვს ჰიგიენური მდგომარეობის, ვიზუალის და მორთულობის მიხედვით აფასებდა. ყველას მოწონება „პეპელამ“ დაიმსახურა და საჩუქრებიც გადაეცა.

ნოსტალ.ჯი