,,სისხლი გამეყინა, ეს საშინელება რომ გავიგე” – გარდაიცვალა ავთო ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთში ე.წ. ღარიბების მაღაზია გახსნა

,,სისხლი გამეყინა, ეს საშინელება რომ გავიგე" - გარდაიცვალა ავთო ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთში ე.წ. ღარიბების მაღაზია გახსნალანჩხუთში ახალგაზრდა კაცი, ავთო ჭყონია გარდაიცვალა. მან მეუღლესთან ერთად, ძალიან მძიმე და რთულ წლებში დაარსა შემდგომში ლანჩხუთში ბრენდად ქცეული ე. წ. „ღარიბების მაღაზია“.
„უცებ გამეყინა სისხლი, როცა გავიგე ეს საშინელება.  არ მინდოდა ამ ამბის რეალობაში წარმოსახვა, ჩემო ავთო. რატომ? რატომ უნდა დაგმართნოდა შენ ყველასთვის თბილო, ყურადღებიანო და პატივისმცემელო კაცო. არ მეგულება თუნდაც ერთი კაცი, რომ შენზე ცუდი თქვას“ _ წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნატო გოგიჩაიშვილი.
„გურია თუდეი“