ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი ძველ თბილისში – ფოტოები

ნათია ლაზაშვილის  მდიდრული სახლი ძველ თბილისში - ფოტოები,,რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ნათია ლაზაშვილი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი წევრი, გიორგი ფრუიძე 26 წელია, დაქორწინებულები არიან, მათ ერთი ვაჟი ჰყავთ.

ნათია ლაზაშვილს ძველ თბილისში მდიდრული სახლი აქვს, რომელსაც საკმაოდ ძვირად აქირავებენ. 2012 წელს ჟურნალისტის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო, მას კახეთში სახლი დაეწვა, სადაც წინაპრების ნივთები ინახებოდა.

-ეს იყო ორი საუკუნის მამაპაპისეული ულამაზესი სახლი, რომელიც პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი და რომლის მსგავსიც კახეთში იშვიათია. ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი და ჩემი ნაწილი. ამიტომაც ახლა თავს ისევე განადგურებულად ვგრძნობ, როგორც ეს სახლი. არ დარჩა არაფერი, არც ერთი ნივთი, მათ შორის საგვარეულო რელიკვიები, მხოლოდ აგურის კედლებია შემორჩენილი.

ვერც კი ჩავდივარ ამ საცოდაობის სანახავად. მამაჩემმა ორი ბინა გაყიდა, რომ ამ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა…  ფაქტია, რომ სახლში არავინ იყო და ისიც ფაქტია, რომ ბოლო მოვლენები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პროვოკაცია, ვიღაცას უნდოდა, ესარგებლა ჩემი არხიდან წამოსვლით, რათა გაჩენილიყო ინსინუაციების საფუძველი, – ყვება ნათია ლაზაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დაიჯესტი

ნათია ლაზაშვილის  მდიდრული სახლი ძველ თბილისში - ფოტოებინათია ლაზაშვილის  მდიდრული სახლი ძველ თბილისში - ფოტოები