ლანჩხუთში 40 დღეში ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა – ,,ლაზო ცოლსა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა”

ლანჩხუთში 40 დღეში ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა - ,,ლაზო ცოლსა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა''ლანხუთში ორაგველიძეების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 40 დღეში ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა. აპრილში კორონავირუსით ექიმი ნანა ცინცაძე გარდაიცვალა. ამ ამბის გაგების შემდეგ, გამოძიების ინფორმაციით, მისმა ვაჟმა, თორნიკე ორაგველაძემ ციხეში თავი მოიკლა.

ნანა ცინცაძის მეუღლე, ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძე ცოლის და შვილის ორმოცისთვის ემზადებოდა, მაგრამ, როგორც ,,გურია თუდეი” წერს, გულმა ვერ გაუძლო. ოპერაციის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

„ლაზო მეუღლესა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა“, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, მამუკა ჭყონია..