,,დიზაინი ჩემი ჰობია, დიდი ნაწილი ჩემი ჩაცმულობის არის ჩემივე დახატული, საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი” – სალომე სამადაშვილის ლუქმა სოციალური ქსელები დაიპყრო

,,დიზაინი ჩემი ჰობია, დიდი ნაწილი ჩემი ჩაცმულობის არის ჩემივე დახატული, საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი" - სალომე სამადაშვილის ლუქმა სოციალური ქსელები დაიპყრო,,ლელოს” ბრიფინგზე სალომე სამადაშვილის ლუქმა ლამის დღის პოლიტიკური ამბები გადაფარა. ამ თემას ვერც ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ აუარა გვერდი და სალომე სამადაშვილს ჰკითხა, თუ სად იმოსება, რადგან თავისი ჩაცმულობით ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და მისი სამოსი ყოველთვის გამორჩეულია.

-მირჩევნია, ჩემი პოლიტიკური აზრები იყოს განხილვის თემა, ვიდრე ჩემი ჩაცმულობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ჰობი, გარდა პოლიტიკისა, არის დიზაინი და ამიტომ არა მხოლოდ საქართველოში ვიმოსები, დიდი ნაწილი ჩემი ჩაცმულობის არის ჩემივე დახატული, საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.