უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ,,გმირები არ კვდებიან! ნათელში იყავი, ჩემო ძმაო”

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ,,გმირები არ კვდებიან! ნათელში იყავი, ჩემო ძმაო"უკ­რა­ი­ნა­ში, დონ­ბას­ში რუსეთის აგრესიას, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ი ფორ­მი­რე­ბების თავდასხმას ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რის, დავით შარტავას, სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

,,მე-11 თელავის ბატალიონიდან დავით შარტავას რუსმა აგრესორებმა ავტომატური ყუმბარმტყორცნის АГС-17 ის 30-მმ ყუმბარები ჩაუყარეს სანგარში. დავით შარტავა დაიღუპა, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა”, – წერია ფეისბუქგვერდზე ,,ვემსახურები საქართველოს”.

უკრაინული მედიის ცნობით, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კურ ჯგუფ ,,აღ­მო­სავ­ლე­თის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არე­ალ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­არ­ღვი­ეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პო­ზი­ცი­ებს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

-მტრის მიერ ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად 128-ე ცალ­კე­უ­ლი სამ­თო თავ­დას­ხმის ბრი­გა­დის მებ­რძო­ლი, უფ­რო­სი ჯა­რის­კა­ცი, და­ვით შარ­ტა­ვა, და­ი­ღუ­პა, – წერს უკრაინული მედია.

,,ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი, დათო შარ­ტა­ვა. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე მივ­ლე­ნი­ლი იყო ერთ-ერთ ბრი­გა­და­ში. დათო ჯა­რის­კა­ცის გარ­და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მე­გობ­რებს”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. 44 წლის მებრძოლს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მამუკა მამულაშვილის თქმით, ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.

-დავითი მივლინებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში. მოხდა შეტაკება და შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. ქართული ლეგიონის წევრებში იმყოფებოდა 2016 წლიდან. მთელი ომი, 2016 წლიდან ფაქტობრივად ერთად გამოვიარეთ. ოჯახი საქართველოში ჰყავს და თუკი საქართველოს საელჩომ ხელი შეგვიწყო, მოხდება დავითის გადმოსვენება საქართველოში, – განაცხადა ,,ქართული ლეგიონის” მეთაურმა ,,კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

,,დიდება სამშობლოსთვის თავგანწირულებს!”, ,,დიდება გმირს!”, ,,ძალიან გულდასაწყვეტია,
გმირები არ კვდებიან!”, ,,ნათელში იყავი, ჩემო ძმაო, ჩემო მგელო”, ,,კიდევ ერთი ძმა დავკარგეთ, ჩვენი შარო”, – წერენ სოციალურ ქსელში.

,,სარკე” უსამძიმრებს დავით შარტავას ოჯახს, მის დედას, ,,სარკის” თანამშრომელს, მარინა ჟღენტს.  გმირები არ კვდებიან!