თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ახლოს რომ მომკარებოდა, შეიძლება გონება დამეკარგა, ამის გამო ფსიქოლოგთანაც ვიარე”

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ახლოს რომ მომკარებოდა, შეიძლება გონება დამეკარგა, ამის გამო ფსიქოლოგთანაც ვიარე''მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,ბლიცინტერვიუ” ყვება ფობიაზე, რომელიც მრავალი წელი აწუხებდა. ეს იყო ძაღლების შიში.

-ჩემი შიძლიერის გამოხატულებაა ის, რომ 50 წელს გადაცილებულმა დავძლიე ფობია, რომელიც არ ვიცი, როდის დამემართა და ეს იყო ძაღლის შიში. ეს წლების განმავლობაში მქონდა და ამის გამო ფსიქოლოგთანაც კი ვიარე. ძაღლები ძალიან მიყვარს, ეზოს ძაღლებზე ძალიან ვზრუნავ, მაგრამ ახლოს რომ მომკარებოდა, შეიძლება გონება დამეკარგა. ახლა მე, დედა, მარიამი, ელენე და ტობი ერთად ვცხოვრობთ. ერთი ბეწო მოიყვანეს და ხელის მიკარება იყო ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა და მე ეს დავძლიე. ეს სენსაცია იყო, როცა ფოტო დავდე, არ იცით, როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე, რადგან ყველამ იცოდა ამ შიშის შესახებ, – ყვება თამრიკო ჭოხონელიძე ,,პალიტრანიუსთან”.