დედა სოსანას კომენდანტის საათის დროს კარი ჩაუკეტეს და მონასტერში არ უშვებენ

დედა სოსანას კომენდანტის საათის დროს კარი ჩაუკეტეს და მონასტერში არ უშვებენმეუფე სტეფანეს მიერ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული დედა სოსანა მონასტერში არ შეუშვეს. ის მარტვილში თბილისიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, მონასტერში მისვლის შემდეგ კი მას კარი ცაგერიდან და ლენტეხიდან ჩამოყვანილმა დედებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებენ.

დედა სოსანა დედა ნინო გამყრელიძესთან ერთად ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კართან თავსხმა წვიმაში დგას და დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მომსახურე დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს.

მთავარი