აცრილ ადამიანებს პრივილეგიები ექნებათ – ,,10 დღეში საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ”

აცრილ ადამიანებს პრივილეგიები ექნებათ - ,,10 დღეში საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ''ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ უკვე მუშაობენ ე.წ. კოვიდპასპორტის შექმნაზე.

-ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები აწესებენ ამას. კოვიდპასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც იქნება აღიარებული სხვადასხვა ქვეყნების მიერ. ამ დოკუმენტში არა მარტო აცრები შევა, არამედ გადაიტანე თუ არა კოვიდი, გაქვს თუ არა პისიარი გაკეთებული ბოლო 72 ან 48 საათში. ვფიქრობთ, 10 დღეში საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგინეთ და ეს იქნება ექვივალენტი ევროკავშირში აღიარებული მსგავსი დოკუმენტების.

გვაქვს რეკომენდაციები, რომ ადამიანებს, ვინც უკვე აიცრნენ ერთჯერადად ან ორჯერადად, სხვადასხვა ‘,,პრივილეგიები”, უპირატესობები ჰქონდეთ, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.