პატრიკ დაუნი: ,,ბერამ დამირეკა და მითხრა, რომ უტა მეხუმრა და მომწამლა” – რას ყვებოდა ივანიშვილების მასწავლებელი

პატრიკ დაუნი: ,,ბერამ დამირეკა და მითხრა, რომ უტა მეხუმრა და მომწამლა" - რას ყვებოდა ივანიშვილების მასწავლებელიქართულმა მასმედიამ დღეს ისევ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის შვილების ინგლისურის მასწავლებლის, პატრიკ დაუნის ინტერვიუ, სადაც ის ივანიშვილების რეზიდენციაში ცხოვრებას აღწერს და ამბობს, რომ ის უტა ივანიშვილმა მოწამლა.

-28 სექტემბერს ჩემს ოთახში ვიყავი, როცა ბერამ დამირეკა, რომ უტა მეხუმრა და წამლით მომწამლა და ამის გამო წუხს. უტამაც მომიბოდიშა და მან და ივანიშვილის უსაფრთხოების უფროსის თანაშემწემ წამიყვანეს ექიმ-კარდიოლოგ ზვიად მატოშვილთან, რომელიც იმ რეზიდენციაში ცხოვრობდა.

მატოშვილიდან შევიტყვე, რომ საფაღარათო წამლის (laxative) ოცჯერ გადამეტებული დოზა მივიღე და ჩემი ჯანრთელობის მდგომარეობა „ძალიან სერიოზული გახდებოდა“, თუ არ ვიმკურნალებდი.

ის ღამე საკმაოდ არაკომფორტული იყო, დილით ადრე ერთ-ერთ ქართველ მასწავლებელს დავურეკე, რათა ბიძინასთვის ეცნობებინა, რომ სამსახურში ვერ მივიდოდი, რადგან ავად ვიყავი. მალე დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არის ბიძინას წარმომადგენელი თბილისში და მაცნობა, რომ ჩემი მომსახურება საჭირო აღარ იყო და თბილისიდან მძღოლს გამომიგზავნიდნენ. მე ვთხოვე, რამდენიმე დღით დაეყოვნებინა მძღოლის გამოგზავნა, რადგან ვერ შევძლებდი მგზავრობას.

ირაკლიმ ასევე ამიხსნა, რომ ეს ზომები, რაც ბიძინამ მიიღო, „დროებითი“ იყო და მისი ოჯახისთვის „პრიორიტეტად“ ვრჩებოდი. სწორედ ირაკლი გახლდათ ბიძინას იმ ერთ-ერთი თანამშრომელთაგანი, ვინც რამდენიმე თვის მერე დამემუქრა მას შემდეგ, რაც ვცადე ბიძინასთან დაკავშირება და აღმოვაჩინე, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი არავინ იყო, ვინც ბიძინას უჩივლებდა სასამართლოში…. პატრიკ დაუნის წერილი ბმულზე.