,,მთავარმა” კაბუს სრული ჩანაწერი გამოუქვეყნა – ,,ვერ გაბედა _ არ აქვს მაგ ბავშვს, რა ვერ გაბედა, მეღადავებით?!”

,,მთავარმა" კაბუს სრული ჩანაწერი გამოუქვეყნა - ,,ვერ გაბედა _ არ აქვს მაგ ბავშვს, რა ვერ გაბედა, მეღადავებით?!"მსახიობმა და რეპერმა, კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ ,,მთავარი არხი” სიცრუეში დაადანაშაულა და დაწერა:

,,რა ბერას და კაბუს ისტორია და რა შავი სია, ხო არ გამო**ევდით თქვენ, რეებს იტყუებით, ტო? რა ზარმა არ დააყოვნა კიდე? რვაჯერ გავიმეორე, არავის არ დაურეკავს და ვერ დავაბრალებ-თქო, თქვე არასწორებო, ტო. გამო**ევდა ეს ხალხი სულ. ბ*იად!! ნუ **ეობთ რაღაცეებს და გაა**ევინეთ ამ აბსურდს! იმიტომ, რომ ტყუილია და მე არ მითქვამს რაღაც სიებში ვარ-თქო. სუკა ბ*იად!”.

,,მთავარი არხის” სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ბერა ივანიშვილს დაპირისპირება კაბუსთანაც ჰქონდა. ეს ეხებოდა გარითმულ სიტყვებს, სადაც ბერა იყო მოხსენიებული. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ ბერა ნაწყენი იყო. კაბუს პოსტის შემდეგ ,,მთავარმა” ეთერში მისი ინტერვიუს სრული ვერსია გაუშვა.

-ვისაც საქართველო არ უყვარს და კიდია, მაგრად მკიდია ყველა. ჩემი ქვეყნის თითოეული მოქალაქე თუ არ გიყვარს, ადექი, ბიძიკო, მაგ სკამიდან და წადი, სადაც გიყვარს და ვინც გიყვარს. პრემიერმინისტრი რომ ხარ და ბავშვზე ამხელა კაცი რომ ლაპარაკობ, მაგრად ტეხავს. ,,ტო”-ებით მე აღარ ვსაუბრობ, მთლიანად ,,ტო”-ებში გავიზარდე და ,,ტო” ვარ მთლიანად, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, არ ვისაუბრო.

მოვიდა ტიპი და 20 წელიწადში მეო… სოროსი რომ გეგონათ, მე ვიყავიო და ვერავინ მიხვდა, რას ,,ბაზრობდა” ტიპი. რასთან გვაქვს საქმე და ვართ ცხვრები, ბეეე! არაფერი მეტი. ძალაუფლებიანი ადამიანი, რომელიც ცოტა აგრესიულია, ძალიან საშიშია… ვერ გაბედა _ არ აქვს მაგ ბავშვს. რა ვერ გაბედა, მეღადავებით?! ისე გაბედავს, შენი მოწონებული, მშვენივრადაც გაბედავს… რატომ ახსენებ იმ კაცს ეგრე, მოსმენით მოხვედი, მოსმენის მამებთან გაქვს საქმე, სადაც არის მოგკიდებენ ხელს, გაგიქნევენ…

არ ვიცი, რა გვეშეველება. ვინც გინდა, იყოს, ოღონდ ეგ არა _ თუ ამ პრინციპით გავაგრძელეთ, ,,ოღონდ ეგენი არა და ვინც გინდა, ის” – ეს იქნება სულ, – ამბობს კახა აბუაშვილი ,,მთავართან”.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანების დაშინება გრძელდებოდეს და კაბუც ამის მაგალითია.