მიშა ცაგარელი: ,,ღარიბაშვილს რთულ წელს უმზადებენ ვარსკვლავები, მეგობრული ღალატის ტენდენციები იმატებს”

მიშა ცაგარელი: ,,ღარიბაშვილს რთულ წელს უმზადებენ ვარსკვლავები, მეგობრული ღალატის ტენდენციები იმატებს"ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ მას სირთულეები ელის. ის 28 ივნისსაა დაბადებული, კირჩხიბის ნიშნით, ძაღლის წელიწადში. მას ვარსკვლავები რთულ წელს უმზადებენ. ]მოსალოდნელია საიდუმლოებების გამჟღავნება და მეგობრული ღალატის ტენდენციებიც მატულობს.

ბიძინა ივანიშვილი – აი ვინ იქნება კარგად 2021 წელშიც. ის მაიმუნის წელშია დაბადებული და თავს არხეინად გრძნობს. ხართან მას პრობლემა არ აქვს. ვარსკვლავებიც მის მხარესა არიან, – ამტკიცებს ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

„ვერ ვიტყვით, რომ მაიმუნისთვის გადასარევი წელიწადია, მაგრამ რთულიც არ არის“, -ამბობს ვარსკვლავთმრიცხველი.

მისივე თქმით, 2021 გიორგი გახარიასათვის უფრო წარმატებული იქნება. გახარია თევზებია (19 მარტი) და კატის წელშია დაბადებული. თევზებისათვის წელიწადი კარგია, კატაც ხართან მეგობრობს, მას შეუძლია საკმაოდ კარგად იმუშაოს, უკეთ წარმოაჩინოს კიდევ თავი, მის პრემიერობას არა მგონია, წელს რაიმე დაემუქროს“, – აღნიშნავს ცაგარელი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 16 იანვარს არის დაბადებული და ღორის წელში დაბადებული თხის რქაა.

ხართან მეგობრობს ღორიც, ამირტომ თალაკვაძეც თავს გადასარევად იგრძნობს, მისთვის უკეთესია წლის მეორე ნახევარი. ასე რომ, კომოს ტბაზე თუ წავა, ბანაობასაც მოასწრებს.

ირაკლი კობახიძე, 25 სექტემბერს, სასწორის ნიშნით, ცხენის წელშია დაბადებული. წელიწადი სასწორისთვის კარგია, ცხენს კი ფაფარის გაშლას არ ურჩევენ. აჯობებს, ბრიფინგების რაოდენობას თუ შეამცირებს.

სირთულეები ირაკლი ღარიბაშვილს ელის. ის 28 ივნისსაა დაბადებული, კირჩხიბის ნიშნით, ძაღლის წელიწადში. მას ვარსკვლავები რთულ წელს უმზადებენ. მოსალოდნელია საიდუმლოებების გამჟღავნება და მეგობრული ღალატის ტენდენციებიც მატულობს.

2020 ნიუსი