ლაშა ბუღაძე: ,,ღარიბაშვილი სულ აღარ მახსოვდა… ამან ძალიან დამთრგუნა”

ლაშა ბუღაძე: ,,ღარიბაშვილი სულ აღარ მახსოვდა... ამან ძალიან დამთრგუნა"მწერალმა ლაშა ბუღაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში დღევანდელ მოვლენებსა და პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა:

-ამას არ ველოდი. გუშინდელი სტრესული ღამის და უცნაური დილის შემდეგ თითქოს რაღაც ოპტიმიზმი გაჩნდა და შესაძლებლობა, რომ ეს დრამატული ამბავი შეცვლილიყო, აღარ მოველოდი… ეს ღარიბაშვილი სულ აღარ მახსოვდა, რომ გადამალული ჰყავდათ სხვენში, სადღაც ძველმანებში და ამ ფრანკენშეტინს თუ გამოაცოცხლებდნენ, არ მოველოდი. ამან საშინლად დამთრგუნა და დილის ოპტიმიზმი სასოწარკვეთილებად არა, მაგრამ პესიმიზმად იქცა.